Digest Logo

„ყველა თავად ქმნის თავის თავს - ცხოვრება პერსონალური შემოქმედება და პასუხისმგებლობაა“ - რას წერს გია მურღულია?

1791708253
გია მურღულია

ფილოლოგი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების შესახებ წერს. 

მისი თქმით, ცხოვრება პერსონალური შემოქმედება და პასუხისმგებლობაა.

„ფიქრობენ, რომ ოჯახი, სკოლა და საზოგადოება ქმნიან პიროვნებას.
ოჯახი იწყებს აღზრდას და გამოძერწავს მთავარ საწყისებს, სკოლა პროცესს აგრძელებს და გამოკვეთილ სახეს აძლევს, საზოგადოებას კი პოზიტიური თუ ნეგატიური ცვლილებები შეაქვს.

საბოლოოდ კი, ყველა თავად ქმნის თავის თავს - ცხოვრება პერსონალური შემოქმედება და პასუხისმგებლობაა.

სქემა ასეთია:

მშობლები - მასწავლებლები - ცხოვრების ეროვნული წესი - ადამიანი.
მიზეზს და ფაქტორს თითოეული ცალკე წარმოადგენს, შედეგს ოთხივე ერთად განსაზღვრავს - უშუალო ზემოქმედებით და ურთიერთმიმართებითაც.
შენ რას ფიქრობ - გაგიმართლა და გაამართლე?“, - წერს გია მურღულია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

⭕„ჩემი სიყვარული“ – თათია შარანგია რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

⭕11 ოქტომბრის მთავარი გზავნილი - ნუ დახარჯავთ ენერგიას იმაზე, რისი შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕