ცნობილი ფლორისტი და „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს რომ არაფერს აზრი არ აქვს სიყვარულის, სიხარულის და სილამაზის გარდა.
„ყველაფერი წარმავალია...
არაფერს აზრი არ აქვს სიყვარულის, სიხარულის და სილამაზის გარდა.
არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, სიყვარული უფრო გვეძნელება ვიდრე ერთიმეორეზე ცუდის, აუგის, სალანძღავის თქმა.
იმ შემთხვევაში განსაკუთრებით გვეშლება როცა ადამიანს არ ვიცნობთ, არ ვიცით რისი ჩამდენია, სულ ან ცოტა, ყურმოკრულად ვიცით მასზე, საკმარისია მიზეზი მოგვეცეს დავაცხრებით და იმისთანებს ვაკადრებთ ყურში რომ არ შეიშვება. არადა მას ვისაც ვლანძღავთ სწორედ ზრდილობას, თავშეუკავებლობას და ამისთანებს ვუწუნებთ.
საერთოდ, საერთოდ არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ვტკენთ, ვაწყენინებთ, შეურაცყოფას ვაყენებთ, განვიკითხავთ, ჭკუას ვარიგებთ, ვასწავლით როგორ ჯობდა და აწი როგორ უნდა მოიქცეს. ვჯიჯგნით, ვჯიჯგნით გაუთავებლად.
არადა ყველაფერი წარმავალია...
არაფერს აზრი არ აქვს სიყვარულის, სიხარულის და სილამაზის გარდა.
დღეს წელიწადის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამეა. ხვალიდან ლამაზად, სიხარულით, სიყვარულით ცხოვრებას გისურვებთ ამ მზისქვეშეთში, ყველა დავეტევით“, - წერს ზურა შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ არის არმან ცარუკიანის ცოლი და რატომ მალავს მას? - ამბები ახალქალაქელ UFC-ის მებრძოლზე
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ვიდეოს გვიზიარებს - „კარტი გინდა? ჩამეხუტე და მოგცემ“
🎥 ცნობილი სტუმრები და წვეულება ბუნებაში - ნახეთ, როგორ აღნიშნა გიორგი ნაზღაიძემ დაბადების დღე