ლეგენდარულ მარვინ ჰაგლერს ეკუთვნის ფრაზა: "ძნელია, დილით სავარჯიშოდ ადგომა, როცა აბრეშუმის ზეწრებში გძინავს“. თუმცა, UFC-ის მსუბუქი წონის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავისთვის,არმან ცარუკიანისთვის,ეს სიტყვები გამოწვევად იქცა.
ის არ მოსულა სპორტში სიღარიბიდან, არ უბრძოლია გადარჩენისთვის - არმანი შეძლებული ოჯახის შვილია. მაგრამ ოქტაგონზე მამის მილიონებს ვერავინ გამოიტანდა; იქ მხოლოდ ხასიათი, სისხლი და პირადი შრომა წყვეტს ყველაფერს.
დღეს მისი პროფესიონალური რეკორდი 22-3-ია.

საქართველოში დაბადებულმა სომეხმა მებრძოლმა, მოახერხა და ლამის უკვე მთელი საქართველო გადაიმტერა. მიზეზი კი ჩვენი ქვეყნის მთავარ ვარსკვლავთან, ილია თოფურიასთან დაპირისპირება და მის შესახებ ირონიული კომენტარებია. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ილია კარიერაში პირველად, ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლისას დამარცხდა.

უფრო მეტი მის შესახებ:
არმანი დაიბადა საქართველოში, ახალქალაქში, ნაირი ცარუკიანისა და ანაიტის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ორ წელში ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში, კერძოდ ხაბაროვსკში გადავიდა, არმანს მშობლიური მხარე არასდროს დავიწყებია. სწორედ ამის ნიშნად აირჩია დასავლელი კომენტატორებისთვის აბსოლუტურად ენის გასატეხი ფსევდონიმი - "ახალქალაქელი“.
ხაბაროვსკში მამამისმა, ნაირი ცარუკიანმა, მსხვილი სამშენებლო იმპერია (შპს "სკ დიქტისი“) შექმნა, რომელიც გზების მშენებლობითა და რემონტითაა დაკავებული. თუმცა, უფროსი ცარუკიანი შვილებს ფუფუნებით არ ანებივრებდა. როგორც მედია წერს, საზაფხულო არდადეგებზე არმანი მამის ფირმაში უბრალო მუშად მუშაობდა და დღეში 500 რუბლს გამოიმუშავებდა. სპორტსმენმა პირველი სკუტერი საკუთარი შრომით გამომუშავებული ფულით იყიდა.

ჰოკეისტის ჩაშლილი კარიერა და ოქტაგონის ძახილი
ექვსი წლის ასაკში არმანმა ჭიდაობა დაიწყო, მაგრამ მისი ბავშვობის მთავარი გატაცება ჰოკეი იყო. ხაბაროვსკში ადგილობრივი კლუბი "ამური“ წარმატებული კლუბის სტატუსით სარგებლობს, ამიტომ 12 წლის არმანი ყველაფერს აკეთებდა, რომ მათ ახალგაზრდების გუნდში მოხვედრილიყო. მამა მხარს უჭერდა ამ ძვირადღირებულ სპორტში, მაგრამ როცა აშკარა გახდა, რომ ძირითად გუნდში ვერ ითამაშებდა, არმანმა ილუზიები გვერდზე გადადო. მან ყინული დატოვა და დაუბრუნდა იმას, რაც სისხლში ჰქონდა - ჭიდაობას, რომელსაც მოგვიანებით საბრძოლო სამბო და პანკრატიონი დაუმატა.
პირადი ცხოვრება: ოჯახი, ბიზნესი და ფასეულობები
მიუხედავად მედიის სკანდალებისა, პირად ცხოვრებაში არმანი სამაგალითო მეოჯახეა. მეუღლე, მილენა, კრასნოდარში გაიცნო, როდესაც გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მათ 2019 წლის გაზაფხულზე იქორწინეს. არმანი მილენას თავის მთავარ მუზას უწოდებს.
ცარუკიანი ცოლს თავის მუზას უწოდებს. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. უფროსი, ანაიტი, 2020 წელს დაიბადა, ხოლო უმცროსი - 2022 წელს.
არმან ცარუკიანი საგულდაგულოდ მალავს ოჯახს მედიისგან. თუმცა როცა ეკითხებიან, ცოლზე და შვილებზე ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ვიდეოს გვიზიარებს - „კარტი გინდა? ჩამეხუტე და მოგცემ“
🎥 ცნობილი სტუმრები და წვეულება ბუნებაში - ნახეთ, როგორ აღნიშნა გიორგი ნაზღაიძემ დაბადების დღე
წყარო: www.ambebi.ge