ტელეკომპანია „პოსტივის“ ხელმძღვანელის შალვა რამიშვილის შვილი ლაშა რამიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და მისივე თქმით, თანადგომას უცხადებს ყველა იმ გოგოს, რომელიც შალვა რამიშვილმა შეურაცხყო.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლიც გამოეხმაურა და ფეისბუკზე საჯარო პოსტი გამოაქვეყნა.
„ეს ჩემი უფროსი შვილის წერილია, რომელშიც გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში.
ვიცი რომ ამ აქტს მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა და ყველაფრისთვის მზად ვართ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და ჩვენი მოტივაციის სიწმინდეში“, - წერს თეა აბაშმაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: