ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს სიკვდილის შესახებ და ამბობს, რომ გარდაცვალების შიში ყველა ადამიანს აქვს. ზოგ შემთხვევაში ეს გაცნობიერებული, ზოგჯერ კი გაუცნობიერებელი.
გია ჯაჯანიძე ამბობს, რომ შენ როგორი პროფესიონალი იყავი, რა დამსახურება გქონდა, რა აღიარება და რა მიღწევები, თუ ეს ადამიანობასთან კავშირში არ იყო, ხალხი რას ამბობდა შენზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საზვერეში გასასვლელად.
„ყველას ეშინია, მაგრამ გარდაუვალია, ყველა წავალთ ამ ქვეყნიდან, ასეთია ღვთის ნება და კანონი.
შიში გარდაცვალებისა, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებული დევს ჩვენში, რადგან ჩვენ ყველა უნდა წარვდგეთ ღვთის წინაშე.
ღმერთის წინაშე, უპირველესად უნდა წარვდგეთ როგორც ადამიანები და არა, როგორც პროფესიონალები.
თუ პროფესიონალიზმს არ ახლავს მთავარი, ადამიანობა და ადამიანების სიყვარული, მაშინ შენ უარყოფ მთავარს, სამყაროს გამჩენს, ღმერთს, რომელმაც შექმნა ადამიანი „ხატად და მსგავსად თვისა“ ღვთის წინაშე უნდა წარვდგე, როგორც ადამიანი.
შენ როგორი პროფესიონალი იყავი, რა დამსახურება გქონდა, რა აღიარება და რა მიღწევები, თუ ეს ადამაინობასთან კავშირში არ იყო, ხალხი რას ამბობდა შენზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საზვერეში გასასვლელად.
თუ შენში ღმერთი არ არის, მაშინ შენში არ არის სინათლე, ნამუსი, სინდისი, ღირსება, სიკეთე, სიყვარული, სიმართლე. როგორ შეგიძლია, ადამიანს არ იცნობდე, შეხება არ გქონდეს, ლანძღავდე და გძულდეს.
როგორ შეგიძლია ჩაერიო ადამიანის ბედში და ცხოვრებაში, თუ ამ ჩარევას სიკეთე და სიხარული არ მოაქვს.
გეშინოდეთ საკუთარი თავის, საკუთარი ქმედების, საკუთარი ფიქრების.
შენ ღმერთმა მოგცა თავის უფლება, თან გიჩვენა თავისკენ მისასვლელი გზა. გააბედნიერე ადამიანები და გაიბედნიერე ცხოვრება.
იყავი ნამდვილი ადამიანი. კუჭს ცოტა საჭმელი სჭირდება, პირის გემოა დამღუპველი. ხეს ყველა ფოთოლი დასცვივდა. ყველაფერში იპოვი ჭეშმარიტებას თუ გონიერი ხარ.
გავიქეცი, თათბირზე მაგვიანდება. მთავარი არ არის პროფესიონალიზმი, მთავარი ადამიანების სიყვარულია.
ვცდებოდი, ადრე ასე რომ არ ვფიქრობდი“, - წერს გია ჯაჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: