კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ამავე ინფორმაციით, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანი ავტომობილის მგზავრია.
არსებული ცნობით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მანდილოსნები ხდებიან ეჭვიანები“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე