Digest Logo

„ყველას გული ატკინა თავისი უდროო წასვლით, მაგრამ იქ საყვარელი დედიკო დახვდება და ისევ იზრუნებს მასზე...“ - ტრაგედია გორში

1659884767
ლუკა ამბრიაშვილი

ქობულეთში უბედური შემთხვევა მოხდა – 21 წლის ბიჭი, რომელსაც დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, ზღვაში დაიხრჩო. ლუკა ამბრიაშვილი გორიდან იყო.

ტრაგიკულ ამბავს სოციალურ ქსელში ხიდისთავის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და ოჯახს სამძიმრის წერილით მიმართა.

„ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მათი მშობლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, ამავე სკოლის ნამოწაფარის ლუკა ამბრიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, კლასელებს, მეგობრებს.

ლუკა ყველასათვის საყვარელი ბიჭი იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიული, გულღია, ალალი, მოსიყვარულე ყველას მიმართ, ზრდილობიანი, უყვარდა ხატვა, იუმორი. ძალიან კარგი დედა ჰყავდა და მის დაკარგვას უზომოდ განიცდიდა.

ყველას გული ატკინა თავისი უდროო წასვლით, მაგრამ იქ საყვარელი დედიკო დახვდება და ისევ იზრუნებს მასზე. ლუკას გაბრწყინებული თვალები და თბილი ღიმილი ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მის ლამაზ სულს“, - წერია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„სანამ ვაზნები ჰქონდა თავს იცავდა, მერე დაჭრეს, ადგილზე აწამეს ღორებმა. ამ ამბავს 40 დღეში დედა გადაჰყვა, შემდეგ მამაც დაიღუპა“ - ომის უცნობი გმირი

🔵„თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ ან თვალი მოჰკარით, გთხოვთ, დამიკავშირდეთ“ - კასპში 27 წლის ბიჭს ეძებენ

🔵„თვალი არ მოგვიხუჭავს, მეტირება... დაბომბვა სწორედ მაშინ დაწყებულა, როცა მის ფანჯრებთან სიყვარულს უხსნიდა“ - ოლიკო ცისკარიშვილის სულის შემძვრელი წერილი