რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრის მსახიობი არჩილ ყენია გარდაიცვალა.
ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა, მომღერალმა ლიზა ყენიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მან ცოტა ხნის წინ ინსტაგრამ გვერდზე მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მადლობელია იმ ადამიანების, რომლებმაც მისი სევდა გულთან ახლოს მიიტანეს.
„მადლობელი ვარ, ვინც ჩემი მწუხარება გაიზიარეთ. თითქოს ყველას ჰგონია, რომ ასეთ დროს სიტყვები უძლურია... მაგრამ იცოდეთ, რომ მხოლოდ სიტყვებს და თქვენს გვერდში დგომას აქვს ასეთ დროს აზრი“, – წერს ყენია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „იყო დრო, როცა აწმყო იყო გაურკვეველი და მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი...“ - ლაშა კილაძე