2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტთან მრავალათასიან აქციას ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„და ქმნილებაში ჩაძერწილი შენი ხატება, ჩვენს სიყვარულზე მოუყვება შთამომავლობას”.
მიქელანჯელო, სონეტი მისი სილამაზით გაბრუება, მისი შინაგანი ბუნების განცდა კი გაშოროთ უფალმა, ხვალ ისევ მივალ და ხვალაც ისევ იმას ვთხოვ სიზმრად მესტუმრე -მეთქი.
„წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი”.
ხვალ მიცვალებულთა ხსენების დღეა. კალენდარით, ჩვენთვის ყოველი წუთი, ფიქრი, მისია.
დარდს დარდზე არ დაგიმატებთ, ისედაც დაზაფრულთ, ერთს ვიტყვი უფალი მოწყალეა:
ხელოვნურად ჩამქრალი ვარსკვლავის სანაცვლოდ მან მრავალი გაანათა, დაე იბრწყინონ, იბედნიერონ, მიყვარს მომავალი თაობა, მეამაყება და მეიმედება ჩვენი შვილები. ჩვენ ზეცაში და თქვენ დედამიწაზე დაგილოცოთ უფალმა შვილები. ცხოვრება ჩემდა უნებურად გრძელდება… ის კი ვიცი ღამით ზეცას რომ
ავხედავ ყველაზე ცელქი და ყველაზე ბრჭყვიალა ჩემი ვარსკვლავია - სახელად ნიკო, რომელიც სწორედ იმიტომ ცელქობს, რომ მისი თაობა ეამაყება.
არა ბოროტებას ხალხო არა, რომლის სიოც ჩრდილოეთიდან უბერავს და შვილებს მომავალს ართმევს…“, - წერს იზა ომაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: