Digest Logo

„ყველასთვის ანათებს თავისი ვარსკვლავი, უბრალოდ უნდა ავიხედოთ და მერე წინ გავიხედოთ“ - რას წერს ნანკა გვარი

1782205802
ნანკა გვარი

მსახიობისა და მომღერლის ნანკა გვარიშვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, მას რჩეულმა ხელი რამდენიმე თვის წინ სთხოვა.

წყვილის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი არ წყდება.

ნანკამ და მისმა რჩეულმა ჯვარიც დაიწერა და ახალ ფოტოებს იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრებაა ერთ ვარსკვლავს შევციცინებ. სირიუსი ჰქვია, განსხვავებულია, ყველაზე კაშკაშაა და სხვადასხვა ფერად ანათებს..

სულ მეგონა, ჩემი რომანტიზირებისკენ მიდრეკილი ტვინით, რომ ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის ანათებს და სანამ ვარ, ისიც იქნება. ის იყო ყველა ჩემი დაუცველობის შეგრძნების, ყველა ჩემი შფოთვის, უიმედობის, სევდის და სიმარტოვის ფარი.

ცრემლიანი თვალებით როცა ავხედავდი, ციმციმით მეგონა თვალს მიკრავდა და მეც ვგულიანდებოდი რომ მარტო არ ვარ, რადგან ჩემთვის რაღაც სადღაც ანათებს.. ის სრულყოფილია და ზუსტად იმიტომ, რომ არის მიუწვდომელი. ბავშვური გონებით ბევრჯერ მიფიქრია, მანქანაზე დავჯდები და იქამდე ვივლი, სანამ არ მივუახლოვდები-მეთქი.

ეს ჩემი პატარა ოცნება იყო. ერთ დღესაც, როცა მართლა ბევრი ვიარე და ყველაზე ლამაზი იყო ცა, გავიცანი ის, აი ის, ყველა რომ ეძებს..და მის თვალებში დავინახე რაღაც ყველაზე ნაცნობი, ყველაზე ახლო, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ერთგული, ჩემი გულშემატკივარი და მესაიდუმლე, ჩემი იმედის სიმბოლო, ჩემი ვარსკვლავი, სირიუსი და ეს იყო ციდან ნიშანი, რომ რაღაც ჯადოსნურს, აქამდე ჩემთვის მიუწვდომელს და სრულყოფილს ვეხები.. თურმე ამ ვარსკვლავს კანი აქვს, ხელები, ფეხები, სული აქვს, ადამიანია. ცა არასდროს მატყუებდა, სირიუსი მართლა მიკრავდა თვალს, იცოდა რომ ჩემთვის მიწაზე დაბადებულ ვარსკვლავს შევხვდები სწორ დროს და სწორ ადგილას.. 

და როგორ რომანტიკულადაც არ უნდა ჟღერდეს, მისი თვალები ცაზე ლამაზია და მათში ვხედავ ყველაზე ციმციმა სინათლეს, რომელიც ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის ანათებს.

პ.ს ცაში ახედვა ნუ გავიწყდებათ, ის სასწაულმოქმედია⭐️❤️ და მე მჯერა, ყველასთვის ანათებს თავისი ერთი ცალი ვარსკვლავი, უბრალოდ უნდა ავიხედოთ და ნუ მერე წინ გავიხედოთ🥹🤣ფეხი არ წამოვკრათ რამეს.

მიყვარხარ ჩემო⭐️❤️

პ.ს.ს ბოლო ფოტოზე შვეიცარიაში მდებარე სირიუსის სახელობის პლანეტარიუმია, სადაც ირაკლიმ დაბადების დღეზე წამიყვანა ⭐️✨“, - წერს ნანკა გვარი. 

ვინ არის ნანკას რჩეული?

როგორც ცნობილია, ნანკა გვარიშვილის რჩეული ოფროუდერი ირაკლი კიღურაძეა. წყვილი ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდებოდა ერთად, თუმცა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია მათმა გულშემატკივრებმა მხოლოდ ახლა შეიტყვეს.

შეგახსენებთ, რომ ნანკა გვარიშვილი მანამდე მსახიობ ბუბა ჭოღოშვილთან იმყოფებოდა ქორწინებაში. მათი დაშორება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ორივემ ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ბუბა ჭოღოშვილი ამჟამად მსახიობ თინათინ წულაძესთან იმყოფება რომანტიკულ ურთიერთობაში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nanka Gvari (@nanka.gvari)

ასევე დაგაინტერესებთ:

94 წლის ასაკში მუსიკალური ინდუსტრიის ლეგენდა კლაივ დევისი გარდაიცვალა

„ეს არის საბოლოო დასასრული იმისა, რაც დიდი ხნის განმავლობაში ენერგიას გაცლიდათ“ - 23 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი

„მადლიერი ვარ ყოველი დღის, ყოველი გამოცდილების და ყოველი ადამიანის, ვინც ჩემს გზაზე შემხვედრია“ - ია ჩანტლაძე იუბილარია