ორსულობა ხშირად მხოლოდ სირთულეებთან და ტოქსიკოზთან არ ასოცირდება - მედიკოსები ამბობენ, რომ ამ განსაკუთრებულ პერიოდში ქალის ორგანიზმში ისეთი ჰორმონალური და იმუნური ცვლილებები მიმდინარეობს, რომლებიც ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებას ამსუბუქებს ან თუნდაც დროებით აჩერებს.
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქეთი გოცირიძე საუბრობს:
„გაუმჯობესება ბევრ ორსულ ქალს უნახავს იმ სიმპტომებისგან, რაც იქამდე იყვნენ შეწუხებულები.
ყველაზე გავრცელებულია: ენდომეტრიოზი, ენდომეტროიდული ტკივილები, ადენომიოზი, ორსულობამდე ასეთი ქალები მენსტრუალური ტკივილებით იტანჯებიან, შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში აღენიშნებათ გაუმჯობესება.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ამას ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდეს, თუმცა უფრო ხშირად ეს სიმპტომები მშობიარობიდან რამდენიმე თვეში ბრუნდება.
ორსულობა საოცარი მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმის სრულიად ტრანსფორმირდება“, - ამბობს ქეთი გოცირიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ მკითხოთ, კირა სად არისო...“ - თეონა ცირამუა რეპეტიციიდან შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს
⭕ „გაითვალისწინეთ“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება 10 სექტემბერს მოსალოდნელ ამინდზე