Digest Logo

„ყველაზე მეტად გამიმართლა ცოლში“: თემო საჯაიასა და მარიტა ჯანაშიას ოჯახური იდილია და პატარა კონსტანტინეს პირველი კადრები

1781359200
თემო საჯაია მარიტა

მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაია და მომხიბვლელი მოდელი მარიტა ჯანაშია ქართველი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და გამორჩეული წყვილია. მათი სიყვარულის ისტორია წლების წინ ტელეკომპანიაში დაიწყო, სადაც მათ ერთად დილის გადაცემა მიჰყავდათ. ტელემაყურებელს დღემდე კარგად ახსოვს ის ემოციური კადრები, როდესაც თემომ რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა და სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვა.

დღეს წყვილი უკვე ორ შვილს, ბექასა და პატარა კონსტანტინეს ზრდის. სულ ცოტა ხნის წინ, უმცროსი შვილი, კონსტანტინე ერთი თვის გახდა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, მშობლებმა გამომწერებს პატარას პირველი, უთბილესი ფოტოები გაუზიარეს, რამაც სოციალურ ქსელში დიდი სიყვარული და უამრავი კეთილი სურვილი დაიმსახურა.

თემო საჯაია საკუთარ ინტერვიუებში ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს ოჯახსა და მეუღლეზე.

„ყველაზე მეტად ადამიანებში გამიმართლა. მე არ გამომიგონებია არაფერი ისეთი, რომ სამყარო გადამეტრიალებინა, არც ნავთობი აღმომიჩენია, მაგრამ ადამიანებში ნამდვილად იღბლიანი ვარ. გამიმართლა იმაში, რომ დავიბადე იმ ოჯახში, რომელშიც დავიბადე. მერე, როცა იზრდები, თვითონ ირჩევ შენს გარემოცვას მეუღლეს, მეგობრებს და ასე შემდეგ. ძალიან გამიმართლა მეგობრებში, ბედნიერი ადამიანი ვარ მათ გამო. თუმცა, ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ცოლში და თუ ეს იღბალთან არის დაკავშირებული, ამ კუთხით, ნამდვილად ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ვარ“, - ამბობს თემო საჯაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ 13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი: რომელი ნიშნებისთვის იქნება დღე განსაკუთრებით იღბლიანი

⭕11 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან: „დრო არ გვეყო...“ - როგორ აგრძელებს სიცოცხლეს ივლიტა ჯიბუტის სახელი

⭕ „გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც“ - კახა კალაძემ 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო