ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩვენი ღირსება სწორედ იმაშია, რომ გარდაცვალება რომ მოვა — მე არ უნდა მახსოვდეს ჩემი გარდაცვალება უფრო მეტად, ვიდრე ღმერთი.
ყველაზე მეტად ღმერთი უნდა მახსოვდეს ჩემი გარდაცვალების ჟამს, ჩემზე მეტად უნდა მახსოვდეს,
ჩემს სიკვდილზე მეტად უნდა მახსოვდეს,
ჩემს დატოვებულ საქმეებზე მეტად უნდა მახსოვდეს,
მთელი ჩემი არსება უნდა იყოს კონცენტრირებული მასზე,
ყურადღება მასზე გაფაქიზებული,
სად ხარ,
სად ხარ,
სად ხარ...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა დუბაიში გრძელდება - მოდელი ახალ ფოტოებს გვიზიარებს