Digest Logo

„ყველაზე მეტად მიყვარხარ, უბედნიერესი იყავი მუდამ“ - ზაზა შენგელია იუბილარია

1747895037
ზაზა შენგელია

სატელევიზიო და მუსიკალური პროდიუსერი, „ბრავო რეკორდის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია იუბილარია, იგი 62 წლის გახდა. 

დაბადების დღე სოციალურ ქსელში უამრავ ადამიანმა მიულოცა, განსაკუთრებული სიტყვები კი მისმა შვილმა მიუძღვნა:

„დაბადების დღეს ვულოცავ მამას, საუკეთესო ადამიანი მსოფლიოში. ყველაზე მეტად მიყვარხარ, უბედნიერესი იყავი მუდამ.

სულ ასე მე და შენ, კიდევ 100 წელი ბედნიერი და ჯანმრთელი“, - წერს ნინი შენგელია.

ზაზა შენგელიამ  1985 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი  დაამთავრა. 

1990-1992წწ. იყო საქართველოს უცხოეთთან კულტურული ურთიერთობების ცენტრის პასუხისმგებელი მდივანი; 1992-1994წწ. ტელეკომპანია "იბერვიზიის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; 1994-1995წწ. სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივნის მოადგილე; 1995-1996წწ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი; 1996-1999წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 1999-2005წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალის "მანა"-ს დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი; შოუ-ბიზნეს კომპანია Eastern Promotion-ის და სატელევიზიო სტუდიო TBC TV Studio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი; მუსიკალურ ბიზნეს კომპანია "ბრავო რექორდსი"-ს" პრეზიდენტი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ივნისში განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელოდება

⭕როდემდე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი საქართველოში - განახლებული პროგნოზი

⭕პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო