
ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან ზუსტად 4 წელი გავიდა. შემთხვევა, 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, აქედან 8 უკვე დაღუპული იყო.
მოქალაქე რამაზ დავლაძემ, რომელმაც უბედური შემთხვევის შედეგად, მეუღლე, 2 შვილი და ძმა დაკარგა, სოციალურ ქსელში გარდაცვლილ შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გაავრცელა:
„ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზა.
რამდენს უძლებ ადამიანო!!! ღმერთო ყველა დაიფარე ასეთი გასაცდელისგან. ვერ შესრულებული 13 წელი! შენ გენაცვალე ჩემო ტასუნა! ჩემო პირველო მერცხალო!“, - წერს რამაზ დავლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: