მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ტრაგედიას ემოციური სტატუსით ეხმაურება.
როგორც კეკელიძე წერს, ყველა სიტყვა უძლურია ამ ტკივილის წინაშე, ხოლო ამბის ყველაზე მძიმე ნაწილი მაშინ დადგება, როცა ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილი 3 წლის გოგონა დედის ძებნას დაიწყებს.
„ყველა სიტყვა კოჭლია ამ ჯოჯოხეთური დღის მსხვერპლთა და ჭირისუფლთა მიმართ.
ვერცერთი მიაღწევს მიზანს.
მაგრამ ყველაზე საზარელი ნაწილი ამბავს ხვალინდელი დღედ ახლავს, როცა გადარჩენილი ჭირისუფალი, სამი წლის თაია, დედის ძებნას დაიწყებს.
ცხოვრებას და სამართლიანობას ერთად იშვიათად უცხოვრია და ისიც ხანმოკლედ.
არც ურემი არ ჰყავს სამართლს და თუ ჰყავს, მისამართი ეშლება იმ ურემს“, - წერს გიორგი კეკელიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილ 4 ცხედარს შორის ერთ-ერთი გადარჩენილი თაიას დედაა.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. ნანგრევებში 4 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 2 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოასვენეს