დიზაინერი ზალიკო ბერგერი პირად ცხოვრებასა და პროფესიულ გზაზე გულწრფელად „იუთუბის“ არხზე ერთ-ერთ პოდკასტში საუბრობს. იგი იხსენებს, როგორ დაიწყო დიზაინერობა 1995 წელს, რატომ მიიჩნევს დემნა გვასალიას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველად, როგორ ცხოვრობდა სარეაბილიტაციო ცენტრებში და როგორ შეიცვალა მისი ყოველდღიურობა წლების განმავლობაში.
„დედისერთა ვარ და სამზარეულოსთან საერთოდ არ მქონდა ურთიერთობა, პურიც კი არ ვიცოდი სად იდო. ახლა ბედნიერებაა, დარეკავ და მიირთმევ რაც გაგიხარდება. ადრე ქათმის ფილეს ვყიდულობდი, ადვილი გასაკეთებელი იყო. 2 იანვარს მაქვს დაბადების დღე და ეს დღე სულ დღესასწაულთან ასოცირებულია, ანუ სულ „ივენთია“ ჩემს დაბადების დღეზე. რაც გრძელდება 15 იანვრამდე. ბავშვობაში, შემწვარი კარტოფილი მიყვარდა“.
დიზაინერის პროფესია:
დიზაინერობა 1995 წელს დავიწყე. რაც შეეხება ცნობილ დიზაინერებს, მე ასე ვამბობ, ყველაზე ცნობილი ქართველებს შორის სტალინი და დემნა გვასალია არიან. დემნამ მოახერხა, ის რაც დიდი ნიჭია, რომ რაღაც ლილოს ნაჭერი შეტენო ვიღაცას...რაც შეეხება ენებს, ვიცი თურქული, რაც სიმღერებიდან ვისწავლე. სწორედ იქ თურქეთში გავსინჯე პირველად სუში!
ბალიზე ვიყავი სამი თვე, რადგან სიფხიზლესთან მქონდა პრობლემები (ალკოჰოლდამოკიდებულება) იქ, მანამდე ბერლინში ვიყავი სარეაბილიტაციო ცენტრში. ბალიში კი მეგობრის დახმარებით მოვხვდი. მკურნალობა იყო ასეთი, ჯერ გადასხმები, შემდეგ დეტოქსი, იოგა და იყვნენ ასევე ფსიქოლოგები, რომელიც გელაპარაკებიან გამოღვიძებაზე“,- ჰყვება ზალიკო ბერგერი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: