Digest Logo

„ზედმეტად მძლავრი პოზიტიური და ნეგატიური მუხტიც ერთნაირად დამანგრეველი ხდება...“ - რას წერს მეტაფიზიკოსი

1782911731
ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ელექტრულ მუხტზე საუბრობს:

„ნერვული სისტემისთვის დიდი სიხარული, აღტაცება, პოზიტივი, ღრმა სევდა, მწუხარება, ტკივილი, ნეგატივი თუ ა.შ. - ყველაფერი უბრალოდ მაღალი ელექტრული მუხტია.

იარლიყებს („კარგი“, „ცუდი“, „პოზიტიური“ თუ „ნეგატიური“) მას მხოლოდ გონება აწებებს.

თუმცა, როდესაც ეს მუხტი კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს, პოლუსს მნიშვნელობა აღარ აქვს: ზედმეტად მძლავრი პოზიტიური (+) მუხტიც და ნეგატიური (-) მუხტიც ერთნაირად დამანგრეველი ხდება.

თუ არ ვიცით მათი დაბალანსება და სწორად მართვა, ორივე თანაბრად საზიანოა, როდესაც ზედმეტი მოგვდის.

სისტემა უბრალოდ ვერ უძლებს ზემაღალ ვოლტაჟს - როგორც უკიდურესი ნერვიულობისა და სტრესისგან, ისე უზომო, შოკური სიხარულისგანაც კი შეიძლება გულმა გლიჯოს ადამიანს და ასეთი არაერთი ფაქტი ვიცით...

სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ რომელიმე პოლუსს გააფთრებით გავურბივართ, მივსდევთ ან მიუღებლობა გვაქვს, ორგანიზმში უზარმაზარ წინააღმდეგობას და შინაგან „მოკლე ჩართვას“ ვქმნით.

იარლიყებისა და უკიდურესობების გარეშე კი, ორივე უბრალოდ ფანტასტიკური სათამაშო ენერგიაა, რომელიც ჩვენში თავისუფლად, უსაფრთხო ამპლიტუდით უნდა მიედინებოდეს“, - წერს ვატო მსხილაძე. 

ასევე დაგაინტერესეთ:

როგორ დავმუხტოთ ივლისი ჯანმრთელობაზე, სიყვარულზე, სითბოსა და ბედნიერ მოვლენებზე!

⭕„მცირე დროს დიდი ინტერესები ამარცხებენ, დიდი დროის მომრევი კი არავინ და არაფერია“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ფსიქიატრიულში მოვხვდი, როცა საბოლოო უარი მითხრა“ – რას ჰყვება მოძღვარი გურამ ოთხოზორია პირველ სიყვარულსა და მეუღლეზე