
ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა დიმა ობოლაძემ ეროვნული ნაკრებისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა.
კერძოდ, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ თითქოსდა ღონისძიების მიმდინარეობისას დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.
დიმა ობოლაძე ამბობს, რომ ბუდუ ზივზივაძესთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„სქრინებს მიყრიან „ფეისბუქზე“, თითქოს ბუდუს ვუთხარი შენ სიტყვას არ გაძლევო. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! მსგავსი არაფერი ყოფილა. საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან. შეიძლება სხვას ვუთხარი. ლევან კობიაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით და აღარ გამოვიდა. შეიძლება იმას ვკითხე. ნაღდად მახსოვს, რომ - „სიტყვით არ გამოდიხარ? - არა“ და მორჩა, ეგ იყო და ეგ, რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რეებს იგონებთ?! ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი. ახლა ძალიან დაღლილი ვარ და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. ამას „ინსტაგრამზე“ დავდებ, რადგან მე სხვა პლატფორმა არ მაქვს. სისულელეა, თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ“, - ამბობს დიმიტრი ობოლაძე.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა თითოეულ გულშემატკივარს ამ ემოციისთვის“ - გიორგი ქოჩორაშვილი
⭕„მალე ვიტყვი, რომ ჩემმა მეუღლემ მესამედ მომიყვანა ცოლად...“ - რას ჰყვება თაკო კორინთელი