Digest Logo

„ჟორჟის ევროპალიგური თავგადასავალი წლის ყველაზე გიჟური მატჩით დასრულდა...“- რას წერს Geo Team-ი გიორგი მიქაუტაძეზე?

1745044652
გიორგი მიქაუტაძე

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელზედდაც წერს:

„ჟორჟის ევროპალიგური თავგადასავალი წლის ყველაზე გიჟური მატჩით დასრულდა... საოცარი კვირა იყო, ჯერ ბირმინგემული 5 და შემდეგ მანჩესტერული 9 გოლით...

როგორც ფეხბურთის ფანისთვის, ეს იყო უდიდესი ადრენალინი, თუმცა, როგორც გიოს მხარდამჭერისთვის, მძიმე სცენარი. პირველი სეზონი ევროტურნირებზე ბომბარდირისთვის 4 გოლით სრულდება, თუმცა მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო ბევრი გატანილი ბურთის დასაწყისია.

ლიონს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას ვუსურვებ და რაც მთავარია, გვიყვარს, გვიყვარს ბომბარდირი!“, - წერს საბა საპანაძე:

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Saba Sapanadze (@sapanadze_saba)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდება

⭕რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს

🎥 „აბა, შეგვიფასეთ“ - სააღდგომო სამზადისი გიორგი ცხადაძის ოჯახში