
მართლმადიდებელი სამყარო 21 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია კი საფლავზე გასვლაა - როდის უნდა გავიდეთ საფლავზე? ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მამა საბა ჭიკაძე საუბრობს.
„მთელი ბრწყინვალე შვიდეული არ არის მიცვალებულების მოსახსენებელი დღე, რადგან ბრწყინვალე შვიდეულის ყოველი დღე არის აღდგომის დღის ტოლფასი.
იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ეჩქარება მის მიცვალებულთან საფლავზე მისვლა, ეკლესიამ დააწესა ორშაბათი დღე, აღდგომას მაინც თავი შეიკავეთ და ორშაბათს გადით.
თუმცა ეკლესიურად ყველაზე სწორი, ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგ სამშაბათს გასვლაა. კვირა დღეს კი საფლავზე გასვლა არ არის სასურველი, რადგან ეს დღე არის დიდი სიხარულის დღე და არ უნდა ჩაანაცვლოს ეს დღე არანაირმა ტკივილმა და მწუხარებამ. თუ მაინც გიწევთ გასვლა, მაშინ გადით დიდი სიხარულით და სწორი სულიერი შემართებით,“ - ამბობს მამა საბა ჭიკაძე.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“ - გურამ დოჩანაშვილის განმარტება