
ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.
დიდი შაბათი
წმინდა წერილის მიხედვით, ვნების კვირეულის დიდი შაბათის ღამეს მაცხოვარი დაიკრძალა.
რომაელების წესების მიხედვით, ჯვარცმულების სხეულებს ძელზე ტოვებდნენ, თუმცა უფროსობის ნებართვით შეიძლებოდა მათი დაკრძალვა.
ამიტომ იოსებმა იყიდა რა კვართი – გრძელი ტილო, რომელშიც იუდეველები მიცვალებულებს კრძალავდნენ, ქრისტეს ჯვარცმის და სიკვდილის შემდეგ, მივიდა პილატესთან და სთხოვა პროკურატორს იესოს ცხედრის დამარხვის უფლება მიეცა.
ქრისტეს სხეული ჯვრიდან გადმოხსნის შემდეგ განბანეს, კვართში შეახვიეს და სპეციალურ გამოქვაბულში დაკრძალეს, რომელიც გოლგოთასთან ახლოს მდებარეობდა და იოსებს ეკუთვნოდა.
ფარისევლები კი რომლებმაც იცოდნენ ქრისტეს წინასწარმეტყველებაზე მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, მივიდნენ პილატესთან და სთხოვეს იესოს საფლავთან გუშაგები დაეყენებინა, რადგან ეშინოდათ ცხედარი არავის მოეპარა.
იუდეაში რომის პროკურატორმა განკარგულება გასცა იესოს სამარხის კარი ამოექოლათ და გუშაგები დაეყენებინათ. ყველა ძალისხმევის მიუხედავად სამარხი კვირას ცარიელი აღმოჩნდა, რაც უდავოდ ქრისტეს ჭეშმარიტად აღდგომის მტკიცებულება გახდა.
ღვთისმსახურების განრიგი
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
დიდ შაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება. განრიგით ისინი პარასკევ საღამოს იწყება, საეკლესიო მსახურება ამ დღეს ერთდროულად სამგლოვიარო და სადღესასწაულო ხასიათისაა, რადგან დიდი შაბათი ასრულებს ვნების კვირეულს და აღდგომის დასაწყისად გვევლინება.
ამ დღეს ტაძრებში ხდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმინდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში.სრულდება წირვა,ხოლო - 23:00 საათზე დაიწყება შუაღამის ჟამნი. ღამის თევის მსახურება, რომელსაც მიებმევა 00:00 საათიდან წმ.იოანე ოქროპირის სადღესასწაულო წირვა.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის საფლავზე
ღვთისმსახურებისას ამ დღეს კითხულობენ ნაწყვეტებს ძველი აღთქმიდან, სადაც საუბარია წინასწარმეტყველებაზე ქრისტეს აღდგომის შესახებ.
ტაძრებში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ხდება კვერცხებისა და პასკების კურთხევა, საღამოდან კი მორწმუნეებს აღსარების ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევათ.
დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.
იერუსალიმში დიდ შაბათს გამოაქვთ მადლმოსილი ცეცხლი – ქრისტეს აღდგომის სიმბოლო.
ვნების შაბათის მინიშნებები
დიდ შაბათთან უამრავი მინიშნებაა დაკავშირებული და ზოგი მათგანი დღემდე არის შემონახული.
მაგალითად, დიდი შაბათს მზიანი და თბილი ამინდი ცხელი ზაფხულის მომასწავებელია. მოღრუბლული კი – წვიმინი და გრილის.
აღდგომის წინა ღამის გათენება, ბედნიერების საწინდარია.
ეკლესიაში ნაკურთხი კვერცხის წყალში ჩაგდება და იმ წყლით პირის დაიბანა, ჯანმრთელობის სიბერემდე შენარჩუნებას მოასწავებს.
ასევე კარგის ნიშანია დიდ შაბათს დაბადებაც. ითვლება, რომ ამ დღეს დაბადებულებს უბედურება გვერდს უვლის. მათ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ, იღბლიანები არიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს.
ცუდის ნიშანია დიდ შაბათს მხიარულება და სიცილი – შეიძლება შემდეგ მთელი წელი იტიროთ.
ცუდია ასევე დიდ შაბათს რამის გაცემა სახლიდან, იმიტომ რომ შეიძლება მას კეთილდღეობა, იღბალი და ჯანმრთელობა მიჰყვეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „აბა, შეგვიფასეთ“ - სააღდგომო სამზადისი გიორგი ცხადაძის ოჯახში
⭕„საოცარი გარეგნობის გოგო, ულამაზესი ხარ“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 როდის უნდა გავიდეთ საფლავზე? - მამა საბა ჭიკაძის განმარტება და რჩევები საზოგადოებას!