
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჯორდანო ბრუნოს შესახებ წერს:
„რატომ დაწვეს ჯორდანო ბრუნო?
ბევრს ალბათ ჰგონია, რომ ბრუნო დაწვეს იმიტომ, რომ ამბობდა დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს და არა პირიქითო( არადა, მაგას გალილეო გალილეი იძახდა, რომელიც ასევე უდიდესი მეცნიერი, მათემატიკოსი და ასტროლოგი იყო, მაგრამ არ დაუწვავთ).
ეს შესაძლოა გარკვეულ წილად მისი გვარის- Bruno-ს ასოციაცა იყოს ქართულ ზმნა - ბუნვა-სთან. სინამდვილეში კი ეს დიდი მეცნიერი ინკვიზიციამ მისი სხვა, იმ დროისათვის არანაკლებ მკრეხელური აზრების გამო დასაჯა.
8 წელი იკვლევდნენ მის ბრალეულობას და საბოლოოდ1600 წლის 17თებერვალს კოცონზე აუშვეს.
ბრუნო ამტკიცებდა: რომ სამყაროთა რიცხვი უსასრულოა; რომ სული გადასახლდება ერთი სხეულიდან მეორეში და სხვა სამყაროშიც კი; რომ სულს შეუძლია იყოს ერთდროულად რამდენიმე სხეულში; რომ მაგია კარგია და უმაღლესი ძალებისაგან ნებადართული, რომ თავად იესო იყო მაგი; რომ სულიწმინდა სამყაროს სულს წარმოადგენს და კიდევ ბევრ სხვა მსგავს მოსაზრებებსაც გამოთქვამდა..
ჰოდა, დაწვავდნენ აბა რას უზამდნენ? ზოგი მართლმადიდებელი ახლაც ანათემას გადასცემდა ჯორდანოს ... და მეც ამის დაწერისათვის, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი რამ აქედან უკვე მეცნიერულად დამტკიცებულია - მაგალითად უსასრულო სამყაროების არსებობა.
თქვენ რას ფიქრობთ - თუნდაც დღეს, რამდენად მზად ვართ მსგავსი იდეებისთვის?“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ: