რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერის ლაშა ბასლანძის ქალიშვილი, ელენე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამაზე წერს.
პროდიუსერს დღეს დაკრძალავენ.
„ასეთი ზურგი იყო ყველასთვის, ვისაც შეიყვარებდა.
ჩემი ყველაზე განსაკუთრებული მამიკო“, - წერს ელენე ბასლანძე.

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ, რომელიც 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც გარდაცვალებამდე იტალიაში მოგზაურობდა.
მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.
მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📸 „იქაურობა ნისლით შებურული დამხვდა“ - ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში ამჯერად შაორის ტბა მოხვდა