Digest Logo

„ზურიკო დავითაშვილი მძულს, ხმას აღარ გავცემ!...“ - რა თქვა ვილი სანიოლმა ზურიკო დავითაშვილზე?

1748453987
ზურიკო დავითაშვილი

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.

ამჯერად იგი ვილი სანიოლის პრესკონფერენციიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა:

„ზურიკო დავითაშვილი მძულს, ხმას აღარ გავცემ!“

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ზურიკო დავითაშვილის შესახებ კითხვას ხუმრობით უპასუხა.

„ზურიკო დავითაშვილი მძულს, მან ჩემი სენტ-ეტიენი ლიგა 2-ში გააგდო, ხმას აღარ გავცემ.
ეს ხუმრობით, ზურიკო იმიტომ არ გამოვიძახე, რომ ბოლო 3 წელია დასვენების გარეშე თამაშობს. სექტემბერში, აღდგენილი ძალებით ის ჩვენთან ერთად იქნება”, - გვიპასუხა ვილი სანიოლმა.

ზურიკო დავითაშვილი აწ უკვე დასრულებულ სეზონში სენტ-ეტიენის ლიდერი იყო, გაიტანა 9 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა“, - წერს Geo Team-ი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მარიკო ებრალიძე - „გულში თუ რამე მორალს მოკლებულს გავივლებ, ბედისწერა იქვე გამომაფხიზლებს ხოლმე“

⭕„მეც და დიმაც გვაყირავა და თამაში მაფიით მოიგო...“ - რას წერს საბა საპანაძე ლაშა დვალზე?

⭕„უნდა გასამდეს...“ - გურამ შეროზია ჩინეთის დიდ კედელთან პოზირებს