Digest Logo

„ზუსტად ამ დროს გაჩერდა შენი გული. დრო ტკივილს არ აყუჩებს, უფრო და უფრო მიმძაფრებს სულის ტკივილს“ - მედიკო მარგოშვილის ემოციური პოსტი

1703660950
თემირლანითემირლანი

2017 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. მისი დედა მედიკო მარგოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„თემირლან, შვილო,  6 წლის წინ, ზუსტად ამ დროს გაჩერდა შენი გული. გაჩერდა, ყველაფერი ირგვლივ.

ყოველივემ და ყველაფერმა, დაკარგა აზრი. შენს სახელს დავიწყება არ ექნება, სანამ ცოცხლები ვიქნებით.  როცა სხეულიც მეღლება და სულიც, მაშინ შვება სიკვდილი მგონია, მაგრამ ვერცერთხელ ვერ გავბედე. 

ცრემლით, გულის ტკივილით და ყელში მობჯენილი ბოღმით თენდება ჩვენთვის ყოველი დღე. დრო ტკივილს არ აყუჩებს, უფრო და უფრო მიმძაფრებს სულის ტკივილს და სანამ ცოცხალი ვიქნები ასე იქნება.

რამდენი ოცნებები ჩაგვიმსხვრიეს. ერთ წამში,  მკვლელმა ფარჩაკებმა. ჩვენო დიდო ტკივილო თემირლან.  უზომოდ გვაკლიხარ და გვენატრები.

დღე და თვე, რომელიც, საშინლად მეზიზღება. დეკემბრის 25, 26, იანვრის 10, 11.

ესეც ჩვენი ბოლო საერთო სურათი და ვიზიტი ექიმთან.

ყოჩაღ! დღევანდელ უსაფრთხოების სამსახურს! თქვენ გმირობა გამოიჩინეთ მძინარე ბავშვთან“, - წერს მედიკო მარგოშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ ვენდობით სამხარაულის ბიუროს, ვითხოვთ ყველა მტკიცებულება გაიგზავნოს FBI-ში“ - რას ამბობს 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა

„ჩემს ნინიტოს გაუმარჯოს!“ - ნინი ბადურაშვილი იუბილარია

როგორი ნაძვის ხეებით ხვდება საქართველოს ქალაქები ახალ წელს - გამოავლინე წლის საუკეთესო