გასული წლის 24 ოქტომბერს აბაშაში მომხდარმა უმძიმესმა ავარიამ ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. მანქანაში ბაჩო მეუღლესთან, ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა. წყვილის ტრაგიკულმა ამბავმა სრულიად საქართველო შეძრა. ავარიის შედეგად ლიკა ორი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.
ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას გვერდით დგომისა და ლოცვისთვის მადლობას უხდის:
„ზუსტად ერთი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეები იდგა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ჩემთვის ერთი სანთლის ანთება და თითოეული ადამიანის ლოცვა, ყველაფერს ნიშნავდა.
დღეს მინდა, მთელი გულით მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს ნაცნობს თუ უცნობს, ყველას, ვინც მაშინ ჩემთვის ილოცა, სანთელი აანთო და გულით ისურვა ჩემი გადარჩენა.
მადლობა მათაც, ვინც დღემდე მწერთ, მეკითხებით, როგორ ვარ და ამით მაგრძნობინებთ თქვენს სიყვარულსა და ყურადღებას. იმდენი შეტყობინება მომდის, რომ ფიზიკურად ყველას ნახვასა და პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ. ამისთვის გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ. ეს უყურადღებობაში არ ჩამითვალოთ, უბრალოდ შეუძლებელია თითოეულ თქვენგანს სათითაოდ გიპასუხოთ, თუმცა თქვენი თითოეული სიტყვა უფრო და უფრო მაძლიერებს.
ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ ის სიკეთე, რაც ჩემთვის გაიღეთ.
მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ ლოცვისთვის, იმ ანთებული სანთლისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ჩემი გადარჩენისთვის აკეთებდით. მიყვარხართ ყველა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„ურთიერთობები ჰარმონიითა და სითბოთი გაგახარებს...“ - 26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი