ინფლუენსერი მარიამ ბოლქვაძე „მშობლების პოდკასტში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მან მაყურებელს გაუზიარა ინფორმაცია თუ როგორ დაიკლო 97 კილო.
როგორც იგი ჰყვება, თავისი წონა არ აწუხებდა და პრობლემები არ ჰქონია, თუმცა შვილის ფრაზა მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
„წონის პრობლემები ბავშობიდან არ მქონია, თუმცა ჩემი წონაში მატება 16 წლიდან დაიწყო და ამ დროს ვითვლებოდი პუტკუნა ბავშვად.
ჩემი წონა არ მიქმნიდა არანაირი დისკომფორტს, 16 წლიდან დავიწყე მომატება. მერე ვიმატებდი, ვიკლებდი, ვაკეთებდი უაზრო დიეტებს, ალბათ ისე, როგორც ყველა ადამიანი, ვისაც წონა აწუხებს. რა არ გამიკეთებია - ისეთი დიეტები მაქვს გამოცდილი, შიმშილიც, მარტო ორ კვერცხსა და ორ ვაშლზე ვყოფილვარ. ერთი კვირა გავძლებდი ამ შიმშილზე, დავიკლებდი 10 კილოს, შემდეგ ისევ დავიწყებდი ჩვეულებრივ კვებას და 15-20 კილოს მოვიმატებდი.
ეს არის ძალიან ცუდი დავიზიანე ჩემი თავი და ორგანიზმი.
ფეხმძიმობის დროს მოვიმატე 7 კილო.
გარდატეხა კი მოულოდნელად მოხდა... მე და ჩემი ტაისია, ჩემი უფროსი შვილი, ერთ-ერთ გასართობ ცენტრში წავედით. იმ პერიოდში დაახლოებით 140 კილო ვიყავი. ტაისია თამაშობდა, მოვიდა და მითხრა: „დედიკო, გეხვეწები, რა, ბატუტზე იხტუნავე ჩემთან ერთადო“.
მე ვუთხარი: „დედა, ბატუტზე ვერ ვიხტუნავებ, ძალიან ბუთქუნა ვარ და ჩავამტვრევ-მეთქი“. შემომხედა სიყვარულით სავსე თვალებით და მითხრა: „არა, დედიკო, მოვიფიქრე, ვერ ჩაამტვრევ. შენ ხომ იცი, მაშა და დათვში დათუნია რომ ხტუნაობს ბატუტზე?“
საყვარელმა ბავშვმა დათვად აღმიქვა... მახსოვს, რომ მაშინ ტირილი ამიტყდა და ვეღარ ვჩერდებოდი. გამოვედი და ჩემს მეგობარს ვუყვებოდი, ვუზიარებდი ამ ამბავს. ტაისიას ვუთხარი: „დედიკო, ეს დღე დაიმახსოვრე, მომავალ წელს ამ დღეს შენთან ერთად ვიხტუნავებ ბატუტზე“.
ჩემმა მეგობარმა კი ხელი მომკიდა, წამიყვანა და მითხრა: „არ მაინტერესებს, იკეთებ ბარიატრიასო“...“, - ამბობს მარიამ ბოლქვაძე.

„როცა საოპერაციოდ მივედი, წონა უკვე ძალიან გამექცა - 155 კილო ვიყავი. 97 კილო დავიკელი .ახლა, ამ ჯანსაღი გონებით, როცა ცნობიერება სრულიად შეცვლილი მაქვს, ვხვდები, რამდენად განსხვავებულად ვფიქრობდი ადრე. კვებაზე ვიყავი დამოკიდებული, ღამეც არ არსებობდა ჩემთვის, საზღვრებიც არ არსებობდა.
ერთი წლის შემდეგ მართლა შევასრულეთ ეს პირობა და ბატუტზე ვხტუნაობდით. ვერ აგიხსნით, როგორ გამიხარდა - დავფრინავდი და დღემდე დავფრინავ.
ფიზიკურად შეუძლებელია, ადამიანმა 97 კილო დაიკლოს და სხეულმა ეს არ განიცადოს - ასეთი დიდი დეფორმაცია გარდაუვალია. ამაზეც ყოველთვის ღიად ვსაუბრობ.
კანი ძალიან ცუდად, არაესთეტიკურად მქონდა ჩამოწეული. გავიკეთე ოპერაციები: ბლეფაროპლასტიკა - თვალის ზედა ქუთუთოებზე, ასევე ხელებსა და ფეხებზე.
ახლაც პროცესში ვარ. თებერვალში ისევ ვიკეთებ მუცლის აბდომინოპლასტიკას და ერთი სული მაქვს, როდის გავიკეთებ“, - ამბობს მარიამი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ფინანსური მდგომარეობა, ახალი სამსახური და საბედისწერო შეხვედრები – 2027 წლის პროგნოზი თევზებისთვის
⭕„გული ამერია, როცა ეს ვიდეო ვნახე“ – ნინა დრამა მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება