Digest Logo

„15 დღეა, რაც იესე გავაჩინე და უკვე 12 კილო დავიკელი“ - ნინი კენჭიაშვილი

1781890803
დუეტი ლეონი

დუეტ „ლეონის“ წევრებს, მომღერალ ლევან წვერავასა და მის ულამაზეს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, 29 მაისს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილი ორი ვაჟკაცის მშობელი გახდა.

რაც შეეხება პატარა იესეს სოციალურ ქსელში გამოჩენას, წყვილი ცრურწმენებს გამორიცხავს, თუმცა ფოტოების გამოქვეყნებას 40 დღემდე, ნათლობის შემდეგ გეგმავს. ლევანი და ნინი უდიდეს მადლობას უხდიან ყველა ნაცნობსა თუ უცნობ ადამიანს იმ უზარმაზარი სიყვარულისა და თბილი მილოცვებისთვის, რაც ამ დღეებში მიიღეს.

ამჯერად დუეტი ლეონი გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ნინი კენჭიაშვილმა ორსულობის შემდგომ ფორმაში სწრაფად ჩადგომის შესახებ ისაუბრა.

„ნოე გახდა 5 წლის და შემდეგ გაჩნდა იესე. ძალიან კარგად ჩაიარა მშობიარობამ. თავიდან ბავშვის გაჩენის მერე, ეიფორია მქონდა, ტირილნარევი ხმა მქონდა. ბედნიერების ცრემლებია ეს, რა თქმა უნდა, მაგ დროს. დავიწყე ბევრი წყლით, და მცირე საკვებით. 12 კილო დავიკელი უკვე. ბუნებრივ კვებაზე მყავს პატარა, ამიტომ, როცა იქნება დროს ამ ყველაფერში ენდოკრინოლოგს ჩავრთავ“,- ამბობს ნინი კენჭიაშვილი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე აქ.