Digest Logo

„18 წლის გავთხოვდი, დედა 19 წლის ასაკში გავხდი, ძალიან მიყვარს დიდი ოჯახები და ჩემი სურვილია, მყავდეს ბევრი შვილი“ - მარიტა მელიქიშვილი

1744713654
 მარიტა მელიქიშვილი

ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის მეუღლე, მარიტა მელიქიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს დედობის შესახებ. 

მისი თქმით, როცა შვილს ეხება საქმე პანიკიორია.

„შვილთან მიმართებაში და დედურ ინსტინქტებში ნამდვილი თევზები ვარ. როცა შვილს ეხება საქმე, პანიკიორი ვარ და კიდევ კარგი, გიორგია ჩემ გვერდით და ჩემს ემოციებს აბალანსებს. როცა გიორგისა და გალას ვუყურებ, უდიდესი ბედნიერება მეუფლება და გულში ვამბობ ხოლმე: ღმერთო, რა ბედნიერი ვარ! 23 წლის ვარ და მყავს მზრუნველი, თბილი, წარმატებული მეუღლე, ყველაზე დიდი საჩუქარი სამყაროსგან, – გალა, ერთგული და მოსიყვარულე გარემოცვა, სამსახური ჩემი პროფესიით და ამაზე მეტი გამართლება, ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს.

სხვათა შორის, ძალიან მიყვარს დიდი ოჯახები, ბავშვები და ჩემი უდიდესი სურვილია, მყავდეს ბევრი შვილი. გალა ჯერ სამი წლისაა და ჩემი ოცნებაა და მინდა, აუცილებლად ჰყავდეს ბევრი დედმამიშვილი. 18 წლის გავთხოვდი, დედა 19 წლის ასაკში გავხდი, არასდროს ვინანებ, რომ პატარა ასაკში გავთხოვდი და ცხოვრების ხელახლა გავლამ რომ მომიწიოს, იმავეს გავიმეორებ...“, - ამბობს მარიტა მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უფროსების მიერ შვილის ტუჩებში კოცნა იწვევს...“ - რას წერს თათა გიორგობიანი დევიდ ბეკჰემის ცნობილ ჟესტზე

🎥 „გალა აკეთებს ყველის კვერებს, ოღონდ სერიოზულად ამზადებს, თამაში არ გეგონოთ“ - გიორგი გასვიანი შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

⭕„წერენ, როგორ უხდებით ერთმანეთს“ - ხალხი ჩვენს რომანს ითხოვს...“ - რა ხდება მანუ მურღულიასა და გიორგი კალატოზს შორის?