Digest Logo

„უფროსების მიერ შვილის ტუჩებში კოცნა იწვევს...“ - რას წერს თათა გიორგობიანი დევიდ ბეკჰემის ცნობილ ჟესტზე

1744711620
თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს“ ბენდის წევრი, მომღერალი მშვენიერი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ცხოვრებისეულ მოვლენებს და სიახლეებს პერიოდულად უზიარებს. ამასთან იგი ფსიქოლოგიას ეუფლება და გამომწერებს სხვადასხვა საკითხზე რეკომენდაციებსაც აძლევს. 

ამჯერად იგი აქვეყნებს დევიდ ბეკჰემის ფოტოს, სადაც უმცროს ქალიშვილს ტუჩებში კოცნის და სწორედ ამ ჟესტის მნიშვნელობის შესახებ წერს. 

„უფროსების მიერ ბავშვის ტუჩებში კოცნა არის თემა, რომელიც იწვევს საკმაოდ განსხვავებულ რეაქციებს და დამოკიდებულია კულტურულ, ოჯახურ და ფსიქოლოგიურ კონტექსტზე.

უფროსების გადმოსახედიდან, ეს არის სიყვარულის და სითბოს გამოხატვის ფორმა, უშუალო გზა შვილთან კავშირის დასამყარებლად.

ბავშვისთვის უსაფრთხოებისა და ახლობლობის განცდა ყველაზე მთავარია. განსაკუთრებით პატარა ასაკში, ასეთი ქცევა ბავშვს ეხმარება იგრძნოს თავი დაცულად და საყვარელად.

მიუხედავად იმისა, რომ ტუჩებში კოცნა ცალსახად ცუდი ან დამაზიანებელი არ არის, ამდაგვარი ჟესტის გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო:

როცა ბავშვი იზრდება, მნიშვნელოვანია ასწავლოთ არას თქმა იმაზე, რაც არ სიამოვნებს, პირადი სივრცის დაცვა და სხეულზე საკუთარი ავტონომიურობის მნიშვნელობა.

ტუჩებში კოცნა შეიძლება არ იყოს შესაბამისი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი უკვე იწყებს ინდივიდუალობის განვითარებას.

ბავშვისთვის გაურკვეველი შეიძლება გახდეს, რა არის საზოგადოდ მისაღები გამოხატვა და რა - ინტიმური, რომანტიკული ჟესტი ან რა სხვაობაა ამათ შორის.

გარდა ბაქტერიების გადადების რისკისა, არსებობს ემოციური ზიანის რისკი. ბავშვის თანხმობა და კომფორტი აუცილებელია, რაც არ უნდა იყოს მშობლის განზრახვა.

ყოველთვის მნიშვნელოვანია ბავშვის რეაქციის დაკვირვება: მოსწონს თუ არა ეს, გრძნობს თუ არა თავს კომფორტულად?

ამ ჩვევის შეწყვეტის დრო, რეკომენდებული ზღვარი, დაახლოებით 3–5 წლიდანაა.

რადგან ამ ასაკის შემდეგ, ბავშვს უყალიბდება სხეულის სხვაგვარი გრძნობადობა და პირადი სივრცის განცდა. სქესობრივი იდენტობა ხდება სოციალურად გათვითცნობიერებული და ღრმად ინტეგრირებული. ამიტომ, საყურადღებოა, რომ ბავშვი საკუთარ სხეულებრივ და ემოციურ შეგრძნებებთან უშუალოდ და უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს და სხვისგან თავსმოხვეული შეგრძნებებით არ იხელმძღვანელოს, რადგან თუკი ეს ტენდენცია განმტკიცდა, ზრდასრულობაშიც უჭირს ადამიანს შეიგრძნოს და გადაწყვიტოს, მიაყურადოს თავის განცდებს.

გარდა ამისა, ეს არ არის ერთადერთი და მაინცდამაინც აუცილებელი გამოხატვის ფორმა, რომ აჩვენოთ ბავშვს, თუ რაოდენ ძალიან გიყვართ.

სხვა მრავალი ჟესტით შეგიძლიათ იგივე ემოცია მიაწოდოთ, მაგალითად ლოყაზე კოცნით, ჩახუტებით, მოფერებით და ა.შ.

დამიწერეთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით“, - წერს თათა გიორგობიანი.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დასრულდა ისტორია… იმედია, იმ ცხოვრებაში მაინც იქნება ბედნიერი“ - „ტიკ-ტოკერ“ ქეთი ქველაძეს დედა გარდაეცვალა

⭕ჯონდი ბაღათურია - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა შემოსავლებით დაიწყო სააკაშვილმა პრეზიდენტობა და როგორ მოხერხდა მილიარდების დაგროვება სახელმწიფო ქონების, სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე

⭕„წერენ, როგორ უხდებით ერთმანეთს“ - ხალხი ჩვენს რომანს ითხოვს...“ - რა ხდება მანუ მურღულიასა და გიორგი კალატოზს შორის?