მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელმაც სამოდელო კარიერა 1994 წელს დაიწყო, დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. კრისტი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და „ინსტაგრამის“ გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.
ამჯერად, იგი ელეგანტურ სამოსში პოზირებს და მორიგი ფოტოსესიის კადრებს გვიზიარებს.
„30 წლის წინ ავედი სცენაზე. მადლობელი ვარ სამყაროს და ყველა იმ ადამიანის, ვინც შემხვდა ამ თავგადასავლების გზაზე“, – წერს კრისტი ყიფშიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება!
⭕ნანუკა გულუა მესამე შვილს ელოდება - „შინაბერობიდან მრავალშვილიან დედობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა“