Digest Logo

🎥 „30 წელი შემისრულდა, რაც პოდიუმზე ვდგავარ... დაბადების დღეზე მეტად მიყვარს...“ - რას ჰყვება კრისტი ყიფშიძე კარიერაზე

1755622886
კრისტი ყიფშიძე

მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელმაც სამოდელო კარიერა 1994 წელს დაიწყო, დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. კრისტი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და „ინსტაგრამის“ გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.

ამჯერად, იგი სტუმრად „იუთუბის“ ერთ-ერთ პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრა:

„გასული წლის ნოემბერში 30 წელი შემისრულდა, რაც პოდიუმზე ვდგავარ. დაბადების დღეზე მეტად მიყვარს, ჩემი მეორე დაბადების დღეა. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ისე მიყვარს, რომ ამ 30-მა წელმა ისე ჩაიარა, რომ დიდი ენთუზიაზმით გამოირჩეოდა ზოგიერთი პროექტი.

პანდემიის შემდეგ ძალიან შეიცვალა მოდის სამყარო, თითქოს ყველა გადავიდა კომერციაზე.

სამწუხაროდ, გაქრა და ძალიან მწყდება გული. მჯერა, რომ ისევ დაბრუნდება კარგი დრო. ამ ბოლო დროს პასიური გავხდი. ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ისევ დადგება „ოქროს ხანა“. ჩემთვის ქართული მოდა არის საინტერესო. ბევრი ქართველი დიზაინერი გვასახელებს მსოფლიოში ხმამაღლა.

დიდ პატივს ვცემ ყველა ჩემ კოლეგას. მე ყოველთვის ვიძახი, რომ ვარ მოდელი.

ვმუშაობდი რადიოში, ტელევიზიაში. ვიყავი რაღაც ბრენდების პიარი. შემოვიდა ინფლუენსერობა, მოვერგე მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მოდელი ვარ. 

თავიდან როცა დავიწყე, არ მიოცნებია და არ მიფიქრია, რომ მინდა ვიყო მოდელი. მომწონდა ეს სფერო. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სილამაზე და ხელოვნება არ უყვარს. გადმოცემით ვიცოდი ამ სფეროზე. „ვოგის“ ჟურნალი იყო მაშინ მიუღწეველი. იმდენი რამ გამოვიარე, ვფიქრობ რომ ბევრი საინტერესო რაღაც დავაგროვე“, - ჰყვება კრისტი ყიფშიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ აშშ-ში, ავტომობილი მაღალი სიჩქარით შეეჯახა რესტორანს, სადაც ცნობილი ბლოგერები საკვებს აგემოვნებდნენ - კადრები მედიაში ვრცელდება

⭕„ფრთხილად იყავით მანიპულაციებთან, ნუ გადააჭარბებთ ემოციების გამოხატვისას“ - რას წერს ხათუნა ნოელი პლანეტათა მცირე აღლუმზე

🎥 „გენეტიკის ძალა“ - ლიკა კვარაცხელია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს