Digest Logo

„36 წელია მეუღლეები ვართ და ჩემი მეორე ნახევარი არის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ცხოვრებაში“ - მადონა კოიძე

1761153628
მადონა კოიძე

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე და „სახალხო კონტროლის“ წამყვანი მადონა კოიძე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ფიგურაა.

იგი წლებია კვების ობიექტებს, მოულოდნელად კამერებისა და ჟურნალისტის, ლიზა ვადაჭკორიას თანხლებით სტუმრობს და ამოწმებს რამდენად უვნებელია მომხმარებლებისთვის ესა თუ ის პროდუქტი.

ამჯერად იგი ჟურნალ თბილისელებთან“ მეუღლის შესახებ საუბრობს: 

„ჩემი მეორე ნახევარი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ 36 წელია, მეუღლეები ვართ, ძალიან კარგი მეგობრობა გვაკავშირებს.

ერთად ვზრდით შვილებსა და შვილიშვილებს, ერთად ვმართავთ ოჯახს. რომ ვთქვა, მასში არ გამიმართლა-მეთქი, ძალიან უმადური ადამიანი ვიქნები. ჩემს მეუღლეს შეიძლება, ზედმეტადაც კი ვუყვარვარ და მანებივრევბს. თვალებში შემომციცინებს, რამე ხომ არ მაწუხებს, რამით ხომ არ დამეხმაროს. იმის ფუფუნება რომ მაქვს, ძალების აღსადგენად ოთახში განვმარტოვდე, ესეც კი ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი გამართლებაა. განმარტოების ფუფუნება მაშინ, როდესაც გადამწვარი ხარ და ენერგიის აღდგენა გჭირდება, ბევრ ქალბატონს არ გააჩნია. მე ჩემი მეუღლე ამის შესაძლებლობას მაძლევს. მისთვის პრიორიტეტი ჩემი კარგად ყოფნაა, ყველანაირად ხელს მიწყობს და ამისთვის მე ძალიან მადლიერი ვარ“, - ამბობს მადონა კოიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პაციენტს გაუკეთეს არაფრის მომცემი 1000 ლარის კვლევები, სტუდენტმა გოგომ თავისი ძლივს შეგროვებული თანხა ნაგავში გადაყარა...“ - რას წერს ზაზა თელია

🎥 „არ თმობს არც ცეკვას, არც თეატრს...“ - რატომ აღარ იღებს პატარა ვარსკვლავი ნუცა ფრუიძე ვიდეოებს?

⭕„ტენდენციურად რაღაცაზე დათანხმება, რაღაცის საკუთარ თავზე აღება კარგ ტონად ითვლება, ასეც გვზრდიან“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია