
ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და საზოგადოების კითხვებსაც პერიოდულად პასუხობს.
ამჯერად მან გამომწერებს ახალი კადრები გაუზიარა.
„48 წლის ასაკში, მოდელობა რომ ვცადე, ძალიან მახალისებს“, - წერს მაია ასათიანი.
კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა – საფრანგეთში სასწავლებლად წასული მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ნუცას ეკრანებისა და მედიისგან იცავდა და სჯეროდა, რომ შვილს საკუთარი სახელი თავად უნდა მოეხვეჭა.
„სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია. არც მე მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს“, – ამბობდა მაია ერთ-ერთ ადრე მიცემულ ინტერვიუში.
შვილის გარდაცვალების უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან შეიცვალა როგორც გარეგნობა, ისე ცხოვრების სტილი და პროფესიული მიმართულება – და ბევრი ქალისთვის სიძლიერის, გამძლეობისა და შინაგანი განახლების მაგალითი გახდა.
სოცქსელებში ერთ-ერთ გამომწერს, რომელიც მარადიულ ცხოვრებასა და რწმენაზე ეკითხებოდა, მაიამ გულწრფელად უპასუხა:
„სხვა გზა არ მაქვს, უნდა მწამდეს და მჯეროდეს, რომ იქ რაღაც არსებობს და ოდესღაც ჩემს შვილს შევხვდები“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი გოგო“ - მარიამ ელიეშვილი შავ კაბაში პოზირებს
🎥 „საოცარი წყვილი ხართ“ - მაკა ზამბახიძე რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს