Digest Logo

5 გამორჩეული წყვილი, გამორჩეული სიყვარულის ისტორიით, რომლებიც 14 თებერვალს მრავალი წელია ერთად ხვდებიან

1739522345
სელებრითები

ვალენტინობის დღესასწაული ყოველწლიურად 14 თებერვალს აღინიშნება. ამ დღეს წყვილები ერთად ყოფნას და სიყვარულს აღნიშნავენ, ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან და მთელ დღეს რომანტიკულად ატარებენ. ეს დღე სავსეა რომანტიკით, ყვავილებით, გულის ფორმის ნივთებით და ტკბილეულით. 

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით „დაიჯესტი“ გთავაზობთ ცნობილ და გამორჩეულ წყვილებს, რომლებიც უკვე ამ დღეს ერთად წლებია ხვდებიან და მათმა სიყვარულმა არაერთ წლებს გაუძლო.  

ანუკი არეშიძე და კახა კალაძე

ქართველი დიზაინერი, ანუკი არეშიძე 1989 წლის პირველ ივლისს დაიბადა. ანუკი „Istituto Marangoni“-სა და „Accademia del Lusso“-ში, მილანში სწავლობდა. ჰქონდა სამოდელო კარიერა, თუმცა დაოჯახების შემდეგ ის აქტიურად დაკავდა საკუთარი ბრენდის შექმნითა და განვითარებით, ახლა მას საკუთარი ტანსაცმლის და კოსმეტიკის ბრენდი აქვს.

2013 წელსვე ანუკი არშეიძემ ფეხბურთელ კახა კალაძეზე იქორწინა.

კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ. 

„მე 18 წლის ვიყავი. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. იქ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. ცოტა ხნის შემდეგ როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი. კახი სიყვარულს ჩუმად უთქმელად გამოხატავდა. თავლებით მესაუბრებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. სხვა გოგოები ალბათ ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ, როცა მის გვერდით მხედავდნენ" - ამბობდა მაშინ ანუკი.

გვანცა დარასელია და ვახტანგ მჭედლიძე

14 წელია, რაც გვანცა დარასელია ვახტანგ მჭედლიძეზეა დაქორწინებული. ის ყოფილი მორაგბე გახლავთ, ამჟამად კი ბიზნესმენია.

ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა.

წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცა მღეროდა. მოდელის გარეგნობითა და ხმით მოხიბლულმა ვახომ გვანცას გაცნობა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მას ტელევიზორში მომავალი ცოლი ნანახი არ ჰყავდა. გვანცას ხმამ და ციმციმა თვალებმა ვახოს ყურადღება მიიქცია. ურთიერთობა სოციალურ ქსელში მიმოწერით გაგრძელდა. გვანცა ვახოს შეხვედრაზე დიდხანს ეუბნებოდა უარს.

წყვილის ურთიერთობა საბოლოოდ შედგა და ქორწინებით დაგვრიგვინდა, მათ ორი შვილიც ჰყავთ. უფროსი ერეკლე და უმცროსი ლილე.

„მე და ვახო წლებია ცოლ–ქმარი ვართ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან. აბსოლუტურად შეიცვალა ურთიერთობები. თუ საწყის ეტაპზე უთანხმოება მწვავე იყო, ახლა ასე აღარ არის. ორივე თანაბრად ვუთმობთ ერთმანეთს. თანაცხოვრებამ მოიტანა ის, რომ ერთმანეთის ხასიათი უკეთ შევისწავლეთ"- ამბობს გვანცა ერთ-ერთ ინტერვიუში.

თიკა ფაცაცია და დავით ანთელიძე

თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრა­ვა­ლი წლის წინ დაიწყო, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა მოდელი იყო. იმ პერიოდში და­ვით ან­თე­ლი­ძე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა პი­რა­დად გა­ეც­ნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.

„ზუსტად ისეთი სიძე მყავს, როგორი თვისებების მამაკაციც მინდოდა თიკას გვერდით. ყველაფერში ძალიან ზომიერია – სასმელთან ურთიერთობა, ადამიანებთან ქცევა, მეტყველება, მანერები – ყველაფერში ძალიან კულტურული ბიჭია. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. დღემდე მოკრძალებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩემი შვილი ბედნიერია, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი სიძით…“ - ამბობდა თიკა ფაცაციას დედა. 

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე

ტელეწამყვანი ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა და რა­მაზ ნო­ზა­ძე 14 წე­ლია ცოლ-ქმა­რი არი­ან. წყვილს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი და 1 ვაჟი ჰყავთ.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი. 


 

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე

წლების წინ ცნობილი მომღერლისა და პოპულარული სასიძოს ზურა ხაჩიძის დაოჯახება მთელი საქართველოს სალაპარაკო გახდა. ქორწილიდან ორი დღის შემდეგ ყველა ჟურნალის გარეკანი სკანდალური სათაურებით იყო აჭრელებული.

მიზეზი კი ერთი გახლდათ – ზურამ მასზე 15 წლით უფროს ხათუნა ჟორდანიაზე იქორწინა. ხათუნას საზოგადოება კარგად იცნობდა და მათი სიყვარულის ამბავზეც ხშირად იწერებოდა, მაგრამ ქორწილს თითქოს არავინ ელოდა. მაშინდელი აჟიოტაჟი ჟორდანიამ საკმაოდ მძიმედ გადაიტანა. მოგვიანებით ამის შესახებ არაერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა. მათი წყვილი ქართული ბომონდის პიონერი აღმოჩნდა, რადგან მათ შემდეგ დაოჯახებული თამუნა ამონაშვილისა და რეზიკო არჩვაძის ქორწინება, ასაკობრივი სხვაობის გამო, საზოგადოებისთვის სიურპრიზი აღარ აღმოჩნდა.

ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა.

„ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.

წყვილს ერთი შვილი, ანასტასია ხაჩიძე ჰყავს. 

„როცა ზურას ცოლად გავყევი, ჟურნალისტებმა ჩემზე კვლევა ჩაატარეს - ქუჩაში ხალხს ეკითხებოდნენ, როგორ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ ზურა ხაჩიძემ მასზე ასაკით უფროსი ქალი მოიყვანა ცოლად. ჩვენი ოჯახი ბულინგის მსხვერპლი იყო. ნიცასა და ხვიჩასგან განსხვავებით, ჩვენ დიდი პომპეზური ქორწილი გვქონდა. ყველა ჩვენი მეგობარი ჟურნალისტი დავპატიჟეთ და გავაფრთხილეთ, რომ თუ ფოტოებს გადაიღებდნენ, არ გაევრცელებინათ. ქორწილის მეორე დღეს, როცა ქუჩაში გამოვედი, ჟურნალების ყდაზე მხოლოდ ჩვენი ფოტოები იყო. მთელი ტირაჟი შევიძინე და ბუხარში დავწვი“, - ამბობს ხათუნა ჟორდანია. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕„სამყარომ შეიძლება გამოცდა მოგიწყოთ, ფრთხილად!“ - თებერვლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მიხეილ ცაგარელისგან

🎥 სიყვარულით ვაჭრობა: უნდა გააკეთოს თუ არა ბავშვმა არჩევანი ორ საყვარელ ადამიანს შორის? - ფსიქოლოგის რჩევები

🎥 „ვისაც მეორე ნახევარი არ გყავთ შეიძინოთ საწინააღმდეგო სქესის ნივთი, რათა მოიზიდოთ პარტნიორი“ - 14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან