Digest Logo

„5 წელია, რაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ. საუკეთესო ადამიანია, ლიზასაც ძალიან უყვარს“ - თამთა ჭელიძე პირადსა და კარიერაზე

1695909441
თამთა ჭელიძე

თამთა ჭელიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ხუთი წელია დაოჯახებულია, თუმცა საყვარელი ადამიანის ვინაობას არ ამხელს. როგორია თამთას ცხოვრება დღეს და რას საქმიანობს ერთ დროს წარმატებული მომღერალი?

თამთა ჭელიძე:

„ჩემი ხასიათი შეიძლება გამოუცდელობის ბრალიც იყო, მქონდა შიშები და კომპლექსები, რომელთაგანაც ზოგი ბავშვობიდან მოდიოდა. ძალიან ფაქიზად ვიყავი გაზრდილი, ყველაფერი სუფთა და მშვენიერი მეჩვენებოდა. მერე შევეჩეხე სირთულეებს, ადამიანებს, ვინც გული მატკინეს. ამის გადახარშვა გამიძნელდა.

პირადის მხრივ ყველაფერი კარგად არის. 5 წელია, რაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ. ისიც შოუბიზნესის წარმომადგენელია. საუკეთესო ადამიანია, ლიზასაც ძალიან უყვარს. ორივეს გაგვიმართლა, რომ ერთმანეთს შევხვდით და ოჯახი შევქმენით.

შოუბიზნესში 12 წლიდან ვიყავი და, ის რაც საკუთარი თავისთვის ვერ გავაკეთე, სხვისთვის განვახორციელე. სხვების პოპულარობაზე და კარგ პროდუქტად ჩამოყალიბებაზე ვიმუშავე“.

ცნობისთვის, თამთა ჭელიძე წლების წინ, მსახიობ ჯაბა კილაძეზე გახლდათ დაქორწინებული. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილს ბავშვი გაუჩნდა, თუმცა ოჯახი მალევე დაენგრათ.

თამთასა და ჯაბას საერთო შვილი - ლიზა ჰყავთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩვენში სასკოლო დისციპლინა და წესრიგი ძალიან მოიკოჭლებს“ - გია მურღულია

🔵 პირველადი დახმარება ცოფისა და ნაკბენის დროს - არჩილ მარშანიას რჩევები

წყარო: sarkenews.ge