იაკო ჭალაგანიძე - ჟურნალისტი და ინფლუენსერია, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა კოტე მათითაშვილთან პოდკასტში აქ ● AQ .
მან ისაუბრა წონის კლების შესახებ, რომელიც პანდემიის დროს დაიწყო და 70 კილომდე დაიკლო. დღეს მისი ენთუზიაზმი, მონდომება და, რაც მთავარია, შედეგი, ბევრისთვის გახდა წონის კლების მოტივაცია.
მან წონის კლება ყოველგვარი ქირურგიული ჩარევების გარეშე მოახერხა, 18-საათიანი დიეტით.
„9 საათზე ვიძინებდი მხოლოდ იმიტომ, რომ დილა დროზე გათენებულიყო და მინუს კილოგრამები მენახა, მთელი 9 თვე ასე გრძელდებოდა, ძილი კიდევ უფრო მეტად უწყობდა ხელს წონის კლებას.
18-საათიანი დიეტის პლუსი ჩემ შემთხვევაში იყო ის, რომ დავიკელი ნაკლები შეზღუდვებით. დილით ხაჭაპურიც მიჭამია, შოკოლადიც და ნამცხავრიც, თუმცა გააჩნია დოზებს. ადამიანი, რომელიც მოტივირებულია დაკლებაზე ბუნებრივია, ის დოზები არ უნდა მიიღოს, რასაც იქამდე იღებდა. ყოველ თვეში ჩემ ულუფებს ვაპატარავებდი.
10 საათიდან 4 საათამდე შუალედში ჩემ წონაზე ვსვამდი დაახლოებით 4 ლიტრ წყალს.
ჩემი პირველი მიზანი იყო, როდესაც დავიკელი პლასტიკური ოპერაციამდე მენახა ის ადამიანები, ვინც მთელი პანდემიის განმავლობაში არ მყავდა ნანახი და გადამეღო მათი რეაქციები. ცუდად ხდებოდნენ უცებ კარს აღებდნენ ელოდებოდნენ 140 კილო იაკოს და ხვდებოდათ 70 კილო იაკო“, - ჰყვება იაკო ჭალაგანიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📸„ასე შევდივარ ჩემი ოცეულის ბოლო წელს“ - კადრები ნუცა ბუზალაძის დაბადების დღიდან
🎥 „ერთ-ერთი ურთულესი თვეა წლის განმავლობაში“ - მიხეილ ცაგარელი თებერვლის ასტროლოგიურ მოვლენებზე