
სკანდალური და ეპატაჟური ოთარ კუშანაშვილი, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანია, წლებია რუსეთში საქმიანობს.
სულ ახლახან ოთარი გადაცემაში „მილიონიანი საიდუმლო“, მიიწვიეს, სადაც ისაუბრა მან თავის ცნობილ სკანდალებზე, სასმელზე დამოკიდებულებაზე და პირად ცხოვრებაზე.
ოთარის თქმით, ის ბევრს სვამდა და როგორც თავად ამბობს, ყველა ნასვამი ადამიანივით თამამად და სრულიად დაუფიქრებლად საუბრობდა ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებოდა.
ერთხელ საკმაოდ ცუდად მოიხსენია ალა პუგაჩოვა, რომელმაც ახალგაზრდა ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლა.
„წადი აქედან, სანამ არ მომიკლიხარო, - ამბობს ოთარი, - მაშინ ისე შემეშინდა, ასე ჯარში არ შემშინებია".
ეს საქმე მაშინ, ბოდიშის მოხდით და ხელზე კოცნით დასრულდა. პრიმადონამ მოითხოვა, რომ მისთვის ხელზე ეკოცნა თავხედ ჟურნალისტს და ასე გამოესყიდა დანაშაული.
ოთარმა გადაცემაში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. მისი თქმით ცოლი ამჟამად არ ჰყავს, თუმცა ქალებმა, რომელიც სულ იყვნენ მის გარშემო, 9 შვილი გაუჩინეს. მომავალში აპირებს თუ არა ცოლის მოყვანას და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს, ალბათ, გადაცემაში იტყვის, თუმცა ანონსმა უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კიდევ ერთხელ გაახსენა საზოგადოებას სკანდალური ქართველი წამყვანი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცოტნე გამსახურდიას დაპირისპირება დედასთან - სკანდალი გამსახურდიების ოჯახში
ცხოვრებისეული ტრავმა, საყვარელი კაცი და ახალგაზრდობა - შუშანა ბებოს ამბები
„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე