Digest Logo

ახალი სიმღერა და ემოციური ფოტოები სცენიდან - მარიამ ელიაშვილის სიახლე გამომწერებს

1790834425
მარიამ ელიაშვილი

მომღერალი მარიამ ელიაშვილი სოციალურ ქსელში „ჩვენი შოუს“ გადაცემის ჩაწერიდან ახალ, ესთეტიკურ ფოტოებს აქვეყნებს და მსმენელს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს.

მომღერალი გადაღებების კულისებიდან გადაღებულ კადრებთან ერთად ახალი სიმღერის პრემიერას აანონსებს.

„მალე კიდევ ერთი ახალი სიმღერის პრემიერა გადაცემაში „ჩვენი შოუ“ გია ბაღაშვილთან ერთად. TV იმედზე“, - წერს მარიამ ელიაშვილი.

შთამბეჭდავმა ფოტოებმა და მოსალოდნელმა მუსიკალურმა სიურპრიზმა მისი შემოქმედების თაყვანისმცემლების და გამომწერების დიდი ინტერესი დაიმსახურა:

„როგორ უხდება სცენა, საოცრად დახვეწილი და მშვენიერი ხარ!“,

„მოუთმენლად ველოდებით ახალ სიმღერას, შენი ხმა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას ტოვებს“,

„ნამდვილი მშვენება და ნიჭიერება, წარმატებები ახალ პრემიერაში!“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, მარიამ ელიაშვილი თანამედროვე ქართული მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი შემსრულებელია. მან ფართო საზოგადოების სიყვარული და აღიარება ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების განსაკუთრებული, დახვეწილი და ემოციური ინტერპრეტაციით მოიპოვა. 

მარიამი გამოირჩევა ინდივიდუალური ვოკალური ტემბრით, დახვეწილი სასცენო იმიჯითა და ტრადიციული ქართული მუსიკალური ჰანგების თანამედროვე ჟღერადობასთან ჰარმონიული შერწყმის უნარით. 

მომღერალი ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი საერთო შვილი ერთი წლის საბა ჰყავს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mariam Elieshvili (@mariam_elieshvili)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორ გავხადოთ ხილით წახემსება სრულყოფილი - არუნ ხათრის რჩევები და ჯანსაღი ბალანსი

⭕ აღმოსავლური ჰოროსკოპის 3 ნიშანი, რომლებსაც 2027 წლამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი ელოდება

⭕ „მიზნები აუცილებლად ჩამოწერეთ ფურცელზე...“ - 1-ელი ოქტომბრის ენერგიები

✕