Digest Logo

🎥 „ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემი ტრაგედიის შემდეგ, ეთერში პირველად დაჯდომა მომიწია...“ - რას იხსენებს ნიკოლოზ წულუკიძე

1698230071
ნიკოლოზ წულუკიძე

თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ, მედია აკადემიის მაყურებელს საკუთარი 15-წლიანი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და ის მძიმე პერიოდი გაიხსენა, რის შემდეგაც ეთერში მაინც შეძლო დაბრუნება.

„როცა რუსთაველის თეატრში მოხუც ჯამბაზებზე ვმუშაობდით, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება და გამოცანა იყო – სასწრაფოს ვიძახებდით ხოლმე, ძალიან ცუდად იყვნენ, ზოგი მსახიობი 90 წლამდე იყო. ძლივს მოდიოდნენ, ხანდახან დახმარება სჭირდებოდათ, კიბეებზე რომ ამოსულიყვნენ.

დადგებოდნენ კულისებში, ზოგი წნევას იზომავდა, ზოგი ინსულინს იკეთებდა, უცებ გამოვიდოდნენ სცენაზე და დაფრინავდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა ძალა იყო ის, როცა სცენაზე გასვლისთანავე რაღაც ენერგია გემატება.

ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემი ტრაგედიის შემდეგ, ეთერში პირველად დაჯდომა მომიწია. ტელევიზიაში დაახლოებით ერთ კვირაში მივედი, მაგრამ რამდენიმე დღე ვერ გავბედე, რომ ეთერში გავსულიყავი, ამის ძალა არ მქონდა.

ერთ დღეს ვთქვი, 26 მაისი იყო, დღეს თუ არ დავჯდები ეთერში, აღარასოდეს დავჯდები-მეთქი. გადაცემის მუსიკა რომ დაიწყო, ქუდის ხმა, უცებ მობილიზება მოვახდინე და დავიწყე, აბსოლუტურად მოუმზადებელი ტექსტით“, – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.

 

აგრეთვე დაგაინტერსებთ:

🎥 „გთხოვთ, დაბრუნდით სახლში...“ - გაფრთხილება გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

„მგონია, რომ მეტი შემიძლია, ბოლომდე არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი თავით“ - რას ამბობს ნინი ბრეგვაძე