Digest Logo

„მგონია, რომ მეტი შემიძლია, ბოლომდე არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი თავით“ - რას ამბობს ნინი ბრეგვაძე

1698225652
ნინი ბრეგვაძე

ქართველმა მომღერალმა, ნინი ბრეგვაძემ, ამერიკის „ვოისის“ შესარჩევი ტურის შემდეგ, „რინგის“ ტური წარმატებით გადალახა და ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა. 

გამარჯვების შემდეგ მომღერალი „დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერიდან საზოგადოებას განცდილ ემოციებს უზიარებს.

„რა თქმა უნდა გამარჯვების იმედი მქონდა, უბედნიერესი ვიყავი, არ ვნერვიულობდი. მეც და ჩემი მეწყვილეც კარგად გავერთეთ რინგზე.

სოფია უსაყვარლესი გოგოა, კარგად მღერის და მასთან მუშაობა ძალიან გამიმარტივდა.

რეპეტიციაზე ნაილმა თავისი ამბები მოგვიყვა, ცოტას ვხუმრობდით, მუშაობის პროცესი მარტივი იყო, ბუნებრივად აეწყო ყველაფერი.  ჩვენი შედეგით ძალიან კმაყოფილი იყო. ჟიურის სამივე წევრმა გამარჯვებულად დამასახელა. ამას არ ველოდი, მეგონა, რომ მათი აზები გაიყოფოდა, სულ ვცდილობ, რომ სცენაზე ნამდვილი ვიყო და ჩემი გამოსვლით ვისიამოვნო. პროექტში ყველას ჩემ კონკურენტად აღვიქვამ, ძალიან დიდი კონკურენციაა და ძლიერი მონაწილეები არიან.

სულ მგონია, რომ მეტი შემიძლია ბოლომდე არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი თავით, წესით ბევრად მეტი უნდა გაჩვენოთ სამომავლოდ, ვიდრე აქამდე გაქვთ ნანახი.

მიყვარხართ, მენატრებით. ძალიან დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რასაც ყოველდღე მაძლევთ - ეს ყველაფერი მაძლიერებს და მინდა, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო გაამაყოთ“, - ამბობს ნინი ბრეგვაძე.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

დიდ დიღომში კაცი დაჭრეს

IDF: ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი