
მსახიობი ნანული სარაჯიშვილი ბავშვობის თამაშებზე გადაცემაში „შუადღე“ საუბრობს და როგორც იგი ჰყვება, ბავშვობაში კალათბურთელი იყო.
„არ დამცინოთ, ბავშვობაში კალათბურთელი ვიყავი, გიჟდება ჩემი ბიჭი ისე უკვირს.
სკოლაში მოვიდა მწვრთნელი და 3 მაღალი გოგო აარჩია დამწყდა გული მინდოდა ძალიან, შემდეგ ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა უთხრა პატარა გოგო კი არის ტანით, მაგრამ სწრაფია და გამოგადგებაო.
იმ დღიდან დავიწყე და ხშირად ვეჯიბრებოდით სკოლები ერთმანეთს, კარგად ვთამაშობდი ძალიან სპორტული ვიყავი, არც ვაცდენდი ვარჯიშებს“, - ამბობს ნანული სარაჯიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 თიკა ფაცაციამ ისრაელის სცენა დაიპყრო - „სარეს სიმღერა“ და აცეკვებული დარბაზი
🎥 რა ჩანს სისხლის საერთო ანალიზში? და როგორ წავიკითხოთ? - კოტე თოდუას რჩევები