პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია გადაცემაში „ამბავი“ იმყოფება სტუმრად, როგორც გადაცემის ანონსიდან ჩანს იგი კვლავ სიმსუქნის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, სიმსუქნე არის ისეთი დიაგნოზი, რომელიც კიდევ იწვევს 200 დაავადებას.
„არ უნდა ჩათვალო, რომ ნაგვის ყუთი ხარ და ყველაფერი გადაიყარო შენს კუჭში.
შესაძლოა, ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიმსუქნე არ არის დიაგნოზი. სიმსუქნე არის ისეთი დიაგნოზი, რომელიც იწვევს კიდევ 200 დაავადებას“, - ამბობს ციცინო შურღაია.
ცნობისთვის, ერთ-ერთი გადაცემაში რამდენიმე კვირის წინ ციცინო შურღაიამ განაცხადა:
„ინტელექტუალი და ინტელიგენტი ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება. ავხსნი, ინტელექტუალმა ადამიანმა არ უნდა ჭამოს ღორივით. უნდა წავიდეს ექიმთან და მართოს ეს პრობლემა, სიმსუქნე არ არის გადაუჭრელი პრობლემა. ჭარბი წონა გულისხმობს დიაბეტს, დიაბეტი კი იწვევს მხედველობის პრობლემებს, ჭკუასუსტობას. ინტელექტუალური ადამიანი კი დადის ექიმთან და ჯანმრთელობას აკონტროლებს, გაიგე? მე ვამბობ, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, არის ეს პრობლემა. გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც არ აქვს ექიმის ფული დღეს ჩვენს ქვეყანაში, მათ რიცხვი ძალიან ცოტაა. როდესაც დავწერე, რომ ეს სხვისი სიტყვებია, გაიგეს“.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვის პრობლემებს“ - 4 ივნისის ენერგიები