Digest Logo

🎥 „ლუდი ისე მიყვარს, შემიძლია საჭმელი არც ვჭამო...“ - მაკა ძაგანია წონის მომატებასა და კულინარიულ უნარებზე

1792747100
მაკა ძაგანია

მსახიობი მაკა ძაგანია „იუთუბის“ არხზე გადაცემა „კოტcas“-ის სტუმარი იყო, სადაც სოფელში ცხოვრების შემდეგ ყოველდღიური რეჟიმის ცვლილებაზე, კვების ჩვევებსა და ოჯახურ კულინარიაზე ისაუბრა.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, სამზარეულოს საქმეებში საკმაოდ აქტიურია და კერძების მომზადება კარგად გამოსდის:

„ხანდახან დღე ისე გადის, ვხვდები, რომ ვერც კი დავჯექი, საჭმელიც ფეხზე დამდგარმა ვჭამე და ისე გავიქეცი.

ახლა ცოტა გამექცა წონა, არ ვიცი ასაკის ბრალია თუ ლუდის. ლუდი ძალიან მიყვარს; ისე მიყვარს, რომ შემიძლია საჭმელი არც ვჭამო. ღვინო მაფორიაქებს და ენერგიას მმატებს, ლუდი კი პირიქით ადუნებს, რაც ძილის წინ ჩემთვის იდეალურია.

სამზარეულოს საქმეებშიც აქტიური ვარ - ოფიციალურად მე ვარ შეფი სახლში და ბევრი რამ გამომდის კარგად. ერთადერთი, რაც არ მეხება, ქაბაბისა და მწვადის მომზადებაა, რასაც ჩემი მეუღლე აკეთებს. დანარჩენ ყველაფერს მე ვაკეთებ“, - ამბობს მაკა ძაგანია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აგარაკზე 2 კვირით ჩავედით და დავრჩით“ – მაკა ძაგანია სოფელში ცხოვრებაზე, პირველ მოსავალსა და საკუთარ ვენახზე

⭕ წონის დასაკლებად სასარგებლო 10 პროდუქტი - რა უნდა შეიტანოთ ყოველდღიურ რაციონში?

✕