Digest Logo

„არ ვნანობ დაშორებას, დათო ჩემი ქმარი არ ყოფილა... ყოფილ ცოლს არ დაბრუნებია, არ ეგუება ჩვენს დაშორებას“- ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ურთიერთობაზე

1760167624
პაიჭაძე და კოდუა

მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საყვარელ მამაკაცს, დავით კოდუას დაშორდა. მოდელს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.

ამჯერად ალექსანდრა პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ მისი სტილის ცვლილება დაშორებისგან გამოწვეულ დეპრესიას არ უკავშირდება:

„ჩემი კარე არ არის დეპრესიის ვარცხნილობა. ამ მიზეზით შარშან შევიჭრიდი, ან შარშანწინ. ახლა უბრალოდ გრძელი თმა მომბეზრდა. არც შეჭრას ვნანობ, არც - დაშორებას . კარგი მეგობრები ვართ".

მან ასევე ისაუბრა თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის შესახებაც:

„მანამდეც სრულყოფილი ქალი ვიყავი და მერეც. კარიერაც მქონდა და მექნება ყოველთვის. კაცს ამასთან რა საერთო აქვს. შენს თავზე უნდა იმუშაო".

ალექსანდრამ განმარტა ისიც, რომ დავით კოდუა მისი ქმარი არ ყოფილა, ხოლო ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა აქვს:

„ჩემი ყოფილი ქმარი დღემდე მშვენიერი მარტოხელა მამაკაცია. რაც შეეხება შეყვარებულს, ანუ დათოს, რომელიც ქმარი არ ყოფილა, ყოფილ ცოლს არ დაბრუნებია, არ ეგუება ჩვენს დაშორებას". 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 ესპანურ შეკრებაზე საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ესტუმრა

🎥 პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

⭕„მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა და წყალმოვარდნები“ - გარემოს სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს