Digest Logo

🎥 „ამ კვირასაც გაუძელით და გაიარეთ შეცდომების გარეშე“- კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1760338280
მიხეილ ცაგარელი - ასტროლოგი

„როგორი იქნება მიმდინარე  ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებისთვის?“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და თითოეულ ნიშანს აფრთხილებს:

♈ ვერძი

ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა შემდეგი კვირა კიდევ უფრო ბარაქიანი იქნება. ახლა გაქვთ შანსი გააუმჯობესოთ ურთიერთობები იქ, სადაც პირადული პრობლემები გქონდათ. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და გადახედეთ ყველაფერს, რაზეც მოგიწევთ ხელის მოწერა.

♉ კურო

ნელ-ნელა თქვენი იმუნიტეტი მატულობს, მაგრამ ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ იყავით ფრთხილად. მოერიდეთ ცივ გაზიან სასმელებს, მაღალია გაციების ალბათობა. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან.

♊ ტყუპები

ენერგოტონუსი მაღალია, ბრწყინავთ! მიზიდულობაც მაღალია, რაც ხელს გიწყობთ ბიზნესსა და საქმიანობაში. ყურადღება მიაქციეთ სასიყვარულო ურთიერთობას და შვილებთან ურთიერთობას.

♋ კირჩხიბი

ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, მატულობს ემოციური გაღიზიანება. ვარსკვლავები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და წამოსწიოთ მეტი კეთილშობილება.

♌ ლომი

ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადია. ხართ ლიდერი და ქარიზმატული, თუმცა ფრთხილად იყავით: პარტნიორებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან გამოიჩინეთ მეტი ტაქტი. თქვენთვის უკეთესია დამოუკიდებლად იმუშაოთ და გქონდეთ მეტი კონტაქტი ადამიანებთან.

♍ ქალწული

თქვენი მთავარი პრობლემა კრიტიკულობაა, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობაში ხდებით ზედმეტად მეწვრილმანე. ეცადეთ გამოავლინოთ მეტი ტაქტი და დიპლომატია. შესაძლოა, ადრეული საქმეებიდან მიიღოთ ფინანსური შემოსავალი.

♎ სასწორი

ყველაზე წარმატებული ნიშანი ამ კვირაში ხართ თქვენ! იაქტიურეთ და არ შეგეშინდეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. წარმატების მიღწევა თითქმის ყველა სფეროში შეგიძლიათ.

♏ მორიელი

ამ კვირასაც გაუძლეთ და ეცადეთ, შეცდომების გარეშე გაიაროთ. ეს არის ბოლო რთული კვირა ამ თვეში თქვენთვის. გამოავლინეთ მაქსიმალური თავდაჭერა. მატულობს ჭორების და ფარული მტრების ალბათობა, ასევე შინაგანი დაძაბულობა. გაატარეთ ეს კვირა მშვიდად და წყნარად. მომდევნო კვირის მეორე ნახევრიდან კი სწორედ თქვენთვის დაიწყება კარგი პერიოდი. არ გადაიმტეროთ არავინ, რათა შემდეგი ვარსკვლავური ეტაპი ბრძოლაში არ გაატაროთ.

♐ მშვილდოსანი

კარგი პერიოდი გაქვთ, ხართ აქტიური და ენერგოტონუსი მატულობს. ეს დრო შესაფერისია ახალი საქმის დასაწყებად და იმიჯის შესაცვლელად. სიახლეების დროა!

♑ თხის რქა

ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, განწყობაც არცთუ სტაბილურია. მატულობს სიხისტე და სიჯიუტე, ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან, რადგან სამსახურში უკვე საკმარისი დაძაბულობაა.

♒ მერწყული

ჯანმრთელობა და ინტუიცია მდგრადია. ეს კვირა კარგია უცხოეთთან დაკავშირებული საქმეებისთვის, მოგზაურობისთვის, სწავლებისთვის ან მივლინებისთვის. შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდება. თუმცა სხვა კუთხით არის დაძაბულობა, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას.

♓ თევზები

ამ კვირაში კვლავ პრობლემებია საბუთებთან დაკავშირებით, ყურადღება მიაქციეთ, რას აწერთ ხელს. არ არის სასურველი მოგზაურობა უცხოეთში. მატულობს კრიტიკოსები, ამიტომ უმჯობესია დაკავდეთ ინდივიდუალური საქმიანობით.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს არის პერიოდი ჭეშმარიტი და ამაღლებული სიყვარულისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

🎥 ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი სპორტსმენი

⭕„პრობლემები მოაგვარე დროულად, არ გადადო მნიშვნელოვანი საქმეები“ - 13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი