Digest Logo

🎥 „არაფრით არ გევხართ მამას, დედასები ხართ სულ“ - ბარბარა სამხარაძე მშობლებთან ერთად სახალისო „ბლიცს“ აქვეყნებს

1781189614
ბარბარა სამხარაძე

25 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, ბარიატრიული ოპერაციის შედეგად წონაშიც დაიკლო. ამასთან, პირად განვითარებასაც დაუთმო დიდი ძალისხმევა და საკუთარი მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა.

იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, სადაც გამომწერებს მნიშვნელოვან ამბებს უზიარებს.

ამჯერად, მან სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დასთან ერთად მშობლებს მათი ბავშვობიდან უსვამს კითხვებს. 

„კიდევ ერთი საერთო ვიდეო და სახალისო ისტორიები ჩემი ბავშვობიდან 😇🌸❤️ მამაჩემი ინფლუენსერად ვაქციეთ“, - წერს ბარბარა სამხარაძე. 

„არაფრით არ გევხართ მამას, დედასები ხართ სულ“, - ამბობს ბარბარას დედა.  

ვრცლად ნახეთ ვიდეო: