Digest Logo

„ასე ყველაფერში გემოვნებიანები და პროფე-ს*რები რა დედებმა გშობათ...“ - ლელას კლიპის ირგვლივ აჟიოტაჟს მუსიკის ავტორი ეხმაურება

1700410537
მაიკო კაჭკაჭიშვილი

ლელა წურწუმიას ახალ სიმღერაზე „აღარ მინდა მე შენთან“ გადაღებულმა კლიპმა ბოლო დღეებში სოციალური ქსელი ააფეთქა. აზრი ორად გაიყო და მის მხარდამჭერებსა და კრიტიკოსებს შორის. მომღერლის ახალ იმიჯთან ერთად მუსიკის ხარისხიც კი დაიწუნა ზოგმა.

სიმღერის ავტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც ლელა წურწუმიასთვის ზუსტად 20 წლის წინ დღეს უკვე ჰიტი „ღამის სიჩუმე გაფანტე“ შექმნა, ამ კრიტიკას ეხმაურება და წერს:

„ჩემს ინტერვიუს ვკითხულობდი და ამოაგდო ლელას ირგვლივ რაც იწერება და ჩავყევი.

საბოლოო წერტილი დამისვა ვინმე მერაბ მეტრეველმა, რომ სასტიკ უგემოვნობას მღერის ლელა და ქვემოთ ჩემი მოგვარეც ვინმე იაგო და პროფესორი საზოგადოება განიხილავს თუ ეს რა მარაზმი დავწერე.

კარგია კარგიი მიაწექით ძლივს არ მომეცა ცხოვრების მოტივაცია?!  

ასე ყველაფერში გემოვნებიანები და პროფე-სირები რა დედებმა გშობათ კეთილი შურით მშურს. 

დიდი ბოდიში, რომ თქვენს სულებს ვერ ჩავწვდით და ვერ დაგიამეთ.

თუ მომწერთ რა სულიერი პრობლემები გაქვთ თქვენც დაგიწერთ ოღონდ გემოვნებიანს“,- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 საბა ლობჟანიძის საცოლე რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს სტადიონიდან - „სუპერ წყვილი“

🔵 როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 როგორია ნოემბრის ფინანსური პროგნოზი - ასტროლოგის რეკომენდაცია და რჩევები ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს