
2025 წლის 11 ივლისს თხის რქის ნიშანში სავსე მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 11 ივლისის სავსემთვარეობა გავლენას თითოეულ ადამიანზე მოახდენს.
სავსე მთვარე უზარმაზარი ენერგიით აგვავსებს. თხის რქა კი განსაკუთრებულ წარმატებას ჰპირდება იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტს, ყურადღება სამუშაოზე, პასუხისმგებლობებსა და უფრო პრაქტიკულ საკითხებზე გაამახვილოს. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში უნდა განვახორციელოთ ყველაფერი, რაზედაც 25 ივნისს, ახალი მთვარის დროს ვიფიქრეთ. 11 ივლისის სავსემთვარეობა ახალი გეგმების ჩამოყალიბებისა და მიზნების დასახვისთვის საუკეთესო პერიოდია.
აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„ჩემო, მეგობრებო
შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ივლისს არის სავსემთვარეობა! ხოლო საქართველოს დროით ღამის 00:38 წუთზეა ანუ 11 ივლისი რომ დაიწყება.
ასე, რომ ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს მაგალითად ჩვენი ძვირფასი ემიგრანტები მათთვის 10 ივლისს არის, თუმცა ნეგატიური ენერგიები აქაც შესამჩნევი იქნება დღეს და ამიტომაც მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ გულისხმიერებისკენ.
- მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებსა და ინფორმაციებს!!!
- კვება მსუბუქი.
- გამორიცხეთ ალკოჰოლი და თამბაქო.
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დღეს და ხვალ შეძლებისდაგვარად ნუ მიიღებთ, უმჯობესია ორშაბათისთვის გადადოთ, თუ შესაძლებელია, თუ არა და მაშინ სამმაგი ყურადღებით იყავით, რათა დაიზღვიოთ თავი შეცდომებისგან.
მნიშვნელოვნად გაგაძლიერებთ ლოცვა, დალოცვა, სიყვარულით აივსეთ და გულუხვად გაუგზავნეთ ყველას სიყვარული, ბედნიერება, სიხარული, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა გაუგზავნეთ უფალს მადლიერება ყველაფრისათვის!
აკონტროლეთ თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვა, უმჯობესია მაქსიმალურად შეამციროთ საუბარი და
საკუთარი შინაგანი სიმშვიდის ჰარმონიულ ბალანსზე იზრუნეთ.
სიკეთე გქონოდეთ“, - წერს მიხეილ ცაგარელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: